ბლინის ტორტი გარგრის ჩირით

73

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 25 გ ნაღების კარაქი
  • 0,5 ს.კ. შაქარი
  • 2 კვერცხი
  • მარილი
  • ზეთი ბლინების გამოსაცხობად

ინგრედიენტები გულსართისთვის და კრემისთვის:

  • 300 გ გარგრის ჩირი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. კონიაკი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 150 გ კარაქი
  • ვანილი
  • 50 გ ნიგოზი

მომზადება:

ფქვილში შეურიეთ შაქარი და მარილი, ჩააღრმავეთ და ჩაახალეთ კვერცხი, რძის ნახევარი და გამდნარი ნაღების კარაქი. მოურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი რძე. ცომს დაახურეთ პოლიეთილენის პარკი და გააჩერეთ 30 წუთი.

მოამზადეთ გულსართი გარგრის ჩირისგან: ჩირი გარეცხეთ თბილ წყალში, ჩადეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ოდნავ ფარავდეს ჩირს. ხარშეთ 10-12 წუთის განმავლობაში.

ჩირი გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი, კონიაკი და დააქუცმაცეთ – უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა.

გარგრის ჩირის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ატმის ჩირიც, თუმცა მას ცოტა მეტხანს დასჭირდება ხარშვა.

მოამზადეთ კრემი: შედედებული რძე და დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ვანილი.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გამოაცხვეთ ბლინები და შეაგრილეთ. ნიგოზი ოდნავ მოხალეთ.

ბლინს წაუსვით კრემი, დააფარეთ მეორე ბლინი და წაუსვით გარგრის ჩირის ფაფა. გააგრძელეთ ასეთი თანმიმდევრობით, სანამ ინგრედიენტები გათავდება. სასურველია ბოლო ბლინი გარგრის ფაფით იყოს დაფარული.

ბლინის ტორტი გააფორმეთ კრემით და  მოხალული ნიგვზით.

გემრიელად მიირთვით!