Easy-Healthier-Crockpot-Butter-Chicken-10

ქათმის ფილე არაჟანთან ერთად

Easy-Healthier-Crockpot-Butter-Chicken-10

ინგრედიენტები (4 პორციისთვის):

  • 600 გ ქათმის ფილე
  • 300 გ არაჟანი
  • 1 ხახვი
  • 40 გ კარაქი
  • 6 ს.კ. ზეთი
  • 3 კბ ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 პომიდორი
  • 6 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ცხარე კეტჩუპი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი
  • 500 მლ წყალი
  • 150 გ ბრინჯი (გარნირისთვის)
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 400 გ მზა ფენოვანი ცომი

მომზადება:

ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩალაგეთ ჭურჭელში.

მოამზადეთ მარინადი: ცალკე ჭურჭელში ჩასხით 200 მლ წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, 2 ს.კ. ზეთი, კეტჩუპი და კოვზით კარგად ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი მოასხით ქათმის ფილეს ნაჭრებს და შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში.

ქათმის ფილე მარინადთან მოხარშეთ ნახევრად თავღია ქვაბში, სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება. ხანდახან მოურიეთ.

მოამზადეთ სოუსი: ხახვი დაჭერით და მოშუშეთ 3 ს.კ. ზეთში. 6-7 წუთში დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ისიც მოშუშეთ.

ხახვი და პომიდორი შეაგრილეთ, დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. დაუმატეთ 300 მლ წყალი, არაჟანი, ხმელი ქინძი, დასრესილი ნიორი, წითელი წიწაკა, მარილი და კარგად ათქვიფეთ.

მიღებული მასა ნელ-ნელა დაასხით ქათმის ფილეს ნაჭრებს. დაამატეთ 1 ს.კ. ზეთი და კარაქი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

გარნირისთვის მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში და გამოაცხვეთ პატარა პურები ფენოვანი ცომისგან.

კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!