შემდეგი სადგური – სასადილო

მართალია, მშობლების აზრით ბავშვებმა სადილობის დროს უნდა ჭამონ და არა ითამაშონ, მაგრამ ამას არ ეთანხმება გერმანული დიზაინერული სტუდია Neue Freunde, რომელმაც სათამაშო ჭურჭელი გამოუშვა.  ხის ლანგარი-სათამაშო რკინიგზაა.

Train_Breakfast_Set_3

Train Breakfast Set შედგება ხის პლატფორმისგან, რომელიც იმავდროულად  ლანგარი და სადგამიც არის საჭმლიანი თეფშისთვის.

პლატფორმის ზედა ნაწილი სარკინიგზო ხაზით მთავრდება. დამატებითი მოდულებით სარკინიგზო ხაზის გაგრძელება შეიძლება, თან იგივე მოდულები ფინჯნის ხის სადგამის დანიშნულებასაც ასრულებს. პლატფორმას კი ისე უერთდება, როგორც ფაზლის ნაწილები.

Train_Breakfast_Set_1

დიზაინერებმა ასევე გაითვალისწინეს სატრანსპორტო საშუალება – რეზინის ბორბლებიანი ვაგონი. ეს ვაგონი, მართალია, მატარებელს დიდად არ გავს, მაგრამ სამაგიეროდ მას შეუძლია მირთვას ბავშვს სადგურზე ბუტერბროდი, ნამცხვარი, რამდენიმე ნაჭერი პური ან ლამბაქი ხილის თუ ბოსტნეულის სალათით.

Train Breakfast Set-ის ნაკრები შეიძლება ერთ მთლიანობად გაერთიანდეს – მაშინ სასადილო მაგიდა დიდ რკინიგზად გადაიქცევა, რომელსაც საჭმელი ხის ვაგონებით ერთი სადგურიდან მეორეში გადააქვს.

Train_Breakfast_Set_6

სხვათა შორის, Train Breakfast Set-ის პლატფორმა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ, როგორც პურის მისატანი საშუალება ან ხის სადგამები ცხელი ფინჯნებისთვის.

Train_Breakfast_Set_5

ნაკრების ღირებულება 29,5 ევროა.

Train_Breakfast_Set_4Train_Breakfast_Set_2