All posts by Friday Kitchen

სოუსი ცეცხლიჭამიებისთვის

ცხარე სოუსი, რომელიც ძალიან უხდება ზღვის პროდუქტების, ღორისა და ქათმის ხორცისგან მომზადებულ კერძებს, განსაკუთრებით, თუ ამ კერძებს კარტოფილის ან სპაგეტის გარნირით მიირთმევთ. მარტივი მოსამზადებელია და კარგად ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში. კარგი იქნება თუ სოუსის მოსამზადებლად ხარისხიან ძმარსა და სოიოს სოუსს გამოიყენებთ. იაფფასიანი სოიოს სოუსები არ გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მსხვილად დაფქვილი წითელი მწარე წიწაკა
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ შავი პილპილი
  • 1 ს/კ ღვინის ძმარი ან ბალზამიკო
  • 4 ს/კ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩ/კ დაფქვილი კოწახური.

მომზადება:

მსხვილად დაფქვილ წითელ წიწაკას დაასხით ზეთი და დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: შავი და წითელი პილპილი, ძმარი, სოიოს სოუსი და კოწახური. ყველაფერი ეს კარგად ათქვიფეთ. თავისთავად სოიოს სოუსი საკმაოდ მლაშეა, ამიტომ მარილის დამატება აღარ დასჭირდება.

მიღებული ნარევი გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, რათა ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს. სოუსი შეინახეთ მაცივარში.

ქათმის რეცეპტი ფერან ადრიასგან

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ლიმნის ცედრა
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინი“
  • 1 გრილზე შემწვარი ქათამი
  • ქლიავის ჩირი
  • ლეღვის ჩირი
  • 2 ს/კ კედრის კაკალი
  • ნახევარი ფორთოხლის ცედრა
  • ნახევარი ჭიქა პორტუგალიური პორტვეინი
  • 1 პატარა ჩხირი მიხაკი

მომზადების დრო 30 წუთი, ენერგეტიკული ღირებულება – 871 კილოკალორია.

???????????

მომზადება:

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი პატარა ტაფაზე, ჩაყარეთ კაკლები, დაჭრილი ცედრა და ორივე სახეობის ჩირი, აურიეთ და შეწვით საშუალო ცეცხლზე, სანამ კაკლები არ შეწითლდება, ხოლო ჩირზე ყავისფერი კოპლები არ გაჩნდება. ამას დაახლოებით 3-5 წუთი სჭირდება. დაამატეთ პორტვეინი, მიხაკი და ნახევარი ჭიქა წყალი. აუწიეთ გაზს და შუშეთ, სანამ სითხე არ შესქელდება (დაახლოებით 5 წუთი.) ქათამი დაჭერით 8 ნაწილად, ჩადეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დაასხით მომზადებული სოუსი და შეწვით 220 გრადუსზე აირღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში.

ნახეთ პოსტი ყველაზე სახელგანთქმული კატალონიური რესტორნის შეფ-მზარეულისა და კულინარული თემატიკის წიგნების ავტორის ფერან ადრიას შესახებ.

ეს კი თავად ფერან ადრია გახლავთ 😉

Ferran Adria