???????????????????????????????

სოუსი ცეცხლიჭამიებისთვის

ცხარე სოუსი, რომელიც ძალიან უხდება ზღვის პროდუქტების, ღორისა და ქათმის ხორცისგან მომზადებულ კერძებს, განსაკუთრებით, თუ ამ კერძებს კარტოფილის ან სპაგეტის გარნირით მიირთმევთ. მარტივი მოსამზადებელია და კარგად ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში. კარგი იქნება თუ სოუსის მოსამზადებლად ხარისხიან ძმარსა და სოიოს სოუსს გამოიყენებთ. იაფფასიანი სოიოს სოუსები არ გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მსხვილად დაფქვილი წითელი მწარე წიწაკა
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ შავი პილპილი
  • 1 ს/კ ღვინის ძმარი ან ბალზამიკო
  • 4 ს/კ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩ/კ დაფქვილი კოწახური.

მომზადება:

მსხვილად დაფქვილ წითელ წიწაკას დაასხით ზეთი და დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: შავი და წითელი პილპილი, ძმარი, სოიოს სოუსი და კოწახური. ყველაფერი ეს კარგად ათქვიფეთ. თავისთავად სოიოს სოუსი საკმაოდ მლაშეა, ამიტომ მარილის დამატება აღარ დასჭირდება.

მიღებული ნარევი გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, რათა ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს. სოუსი შეინახეთ მაცივარში.