71

ქათმის ბარკლები სოიოსა და თაფლის მარინადში

71ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ბარკალი
  • 6 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 4 ს.კ. კერჩუპი ან ტომატის პიურე
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 3 კბ ნიორი
  • მარილი
  • პილპილი
  • 7 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება:

თაფლი, მდოგვი, დანაყული ნიორი, მარილი, პილპილი და სოიოს სოუსი კარგად ათქვიფეთ კოვზით. დაასხით ქათმის ბარკლებს და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში.

ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი, მჭიდროდ დაალაგეთ ქათმის ბარკლები და შედგით აირღუმელში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე.

30 წუთის შემდეგ ბარკლებს მოასხით მარინადი, ისევ შეგდით უკვე 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში და დაბრაწეთ.

10 წუთში კერძი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!