66

სოუსი “ტარტარი”

66

ინგრედიენტები:

  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 60 მლ ზეითუნის ზეღი
  • 1 ს.კ. მწვანე ხახვი
  • 1 ს.კ. დაჭრილი კამა
  • 50 გ მჟავე კიტრი
  • 1,5 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 120 გ არაჟანი (საშუალო ცხიმიანობით)
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
  • მარილი
  • თეთრი პილპილი

მომზადება:

მოხარშეთ კვერცხი და გაფცქვენით; წვრილად დაჭერით მჟავე კიტრი, მოხარშული კვერცხის ცილა, მწვანე ხახვი და კამა.

2 მოხარშული კვერცხის გული მოათავსეთ ჯამში და ჩანგლით დასრისეთ მდოგვთან ერთად. შემდეგ შეურიეთ უმი კვერცხის გულები და ათქვიფეთ. ნელ-ნელა ჩაამატეთ ზეითუნის ზეთი და მუდმივად ურიეთ.

მიღებულ ნარევს დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი, თუ საჭიროა ლიმონის წვენი (ან თეთრი ღვინის ძმარი) და კარგად ათქვიფეთ.

ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, მოხარშული კვერცხის ცილა, მწვანე ხახვი და კამა.

გემრიელად მიირთვით!

😉😉