მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკვები პროდუქტებისგან დროშების გაკეთების იდეა ავსტრალიურ სააგენტოს WHYBIN/TBWA-ს ეკუთვნის.
სიდნეის საერთაშორისო Food Festival-ის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძების დეგუსტაცია, რესტორნების პრეზენტაციები და საუკეთესო შეფ მზარეულების მასტერ კლასები. ბოლო პერიოდში ფესტივალს სარეკლამო უზრუნველყოფას უკეთებდა სააგენტო WHYBIN/TBWA, რომელიც ცდილობდა ღონისძიების საერთაშორისო ხასიათისთვის გაესვა ხაზი.
სააგენტოს იდეა ნაციონალური სამზარეულოების თავისებურებათა გათვალისწინებით ფოტოგრაფმა ნატალი ბუგმა (Natalie Boog) და ფუდსტილისტმა თრიშ ჰეგერთიმ (Trish Heagerty) განახორციელეს. მას შემდეგ შესაჭმელი დროშები ფესტივალის სავიზიტო ბარათად იქცა.
სამხრეთ კორეა
ავსტრალია
ბრაზილია
საფრანგეთი
საბერძნეთი
ინდოეთი
იაპონია
ლიბანი
ესპანეთი
შვეიცარია
იტალია
ვიეტნამი
გაერთიანებული სამეფო
ჩინეთი
ინდონეზია
დესერტად კი გამოტანილი იყო ნაყინის სახელმწიფოს დროშები. იდეა ბერძნულ სააგენტოს The Syndicate-ს ეკუთვნის.
სააგენტოს თანამშრომლები საკითხს კრეატიულად მიუდგნენ. მათ შექმნეს ჰიპოთეტური სამყარო, რომელიც დაყოფილი იყო გეოპოლიტიკურ ობიექტებად. ცხადია, „საჭირო გახდა“ სახელმწიფო სიმბოლიკაც, რომელიც ნაყინისგან დამზადდა.
ნახეთ ასევე პოსტი მსოფლიოს შვიდი უჩვეულო მიკროსახელმწიფოს შესახებ
ნირვანას ფედერაცია
ექსტაზის საგრაფო
ეიფორიის სუვერენული სახელმწიფო
ვნების სახალხო რესპუბლიკა
ნეტარების საემიროები
აღფრთოვანების შეერთებული შტატები