85

ყველიანი პიცის მარტივი რეცეპტი

85ინგრედიენტები:

500 გ ფქვილი

1 ჩ.კ. შაქარი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

10 გ საფუარი

230 მლ თბილი წყალი ან რძე

200 გ მოცარელა ან ახალი სულგუნი

100 გ პარმეზანი

1 დიდი პომიდორი

1 ჩ.კ. ორეგანო

შავი პილპილი

მარილი

მომზადება:

საფუარი გახსენით თბილ წყალში ან რძეში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთის განმავლობაში. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და ჩააღრმავეთ. ჩაასხით საფუარიანი წყალი (ან რძე), ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ მარილი და შაქარი.

მოზილეთ რბილი ცომი და დადგით  ამოსაფუებლად თბილ ადგილზე 2 საათის განმავლობაში. გაფუებულ ცომს მოაყარეთ ფქვილი და ხელახლა ამოაგუნდავეთ, ისე, რომ კედლებს აღარ ეკვრებოდეს.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეულს მოაყარეთ ფქვილი, ამოაგუნდავეთ კიდევ ერთხელ და დატოვეთ ხელახლა ასაფუებლად 10 წუთით. აუცილებლად გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი.

ცომი გააბრტყელეთ საჭირო ფორმაზე, დაალაგეთ ძალიან თხელ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ხმელი ორეგანო და შავი პილპილი;

მოცარელა (ან სულგუნი) დაჭერით და დაალაგეთ ისე, რომ პომიდვრის ფენა მთლიანად დაიფაროს;

ზემოდან დაახეხეთ პარმეზანი.

გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

One thought on “ყველიანი პიცის მარტივი რეცეპტი”

Comments are closed.