picnic-table-2

პიკნიკი სახლში

თუ გინდათ მოაწყოთ პიკნიკი სახლში, ამისთვის არსებობს picNYC TABLE – მისი მეშვეობით ურბანულ აპარტამენტში მწვანე გარემოს „შეტანა“ არის შესაძლებელი.

picNYC TABLE 2

მაგიდის დიზაინი არქიტექტურულ სტუდია Haiko Cornelissen Architects-ს ეკუთვნის.

„ამგვარი მაგიდა საშუალებას მოგცემთ, ურბანულ აპარტამენტში  სოფლური  პიკნიკი მოაწყოთ და სტრესულ გარემოს თავი დააღწიოთ“ – ასე აღწერენ მაგიდის შექმნის იდეას კომპანიის წარმომადგენლები.

picNYC TABLE 4

„მაგიდა დაეხმარება ქალაქში მცხოვრებ ადამიანს იგრძნოს კავშირი ბუნებასთან და იზრუნოს მასზე ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. და რაც მთავარია მას შეუძლია შეჭამოს მასზე!“

picNYC ბალახის მაგიდას ალუმინის კარკასი აქვს. ეს მოზრდილი ბალახის კონტეინერი საკმაოდ მსუბუქია, თუმცა საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუძლოს მიწას და ქვებს, რომლებიც დრენაჟისთვის არის საჭირო.

picNYC TABLE 10

„ამ მაგიდაზე შემთხვევით წყლის დაქცევა პრობლემას არ წარმოადგენს, აი ღვინის ჭიქებს კი სპეციალური სადგამი სჭირდება, რომ არ დაიქცეს და ბალახი არ დააზიანოს“, – განმარტავენ Haiko Cornelissen Architects-ის დიზაინერები.

picNYC მაგიდაზე ბალახის დათესვის გარდა მთელი ბაღის გაშენებაც შეიძლება – ეს უკვე მაგიდის მფლობელის მონდომებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

არსებობს მაგიდის მეორე ვარიანტი, რომელსაც ქვიანი ზედაპირი აქვს.

picNYC TABLE 13

დაათვალიერეთ picNYC მაგიდის ფოტოები:
picNYC TABLE 3picNYC TABLE 5picNYC TABLE 6picNYC TABLE 7picNYC TABLE 11picNYC TABLE 14picNYC TABLE 8picNYC TABLE 9picNYC TABLE 16