89

სალათი კიბორჩხალას ჩხირებით

89ინგრედიენტები:

  • 200 გ კიბორჩხალას ჩხირები
  • 1 კიტრი
  • 4 კვერცხი
  • 3-4 ღერი კამა
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი
  • 150 მლ მაიონეზი
  • მარილი

მომზადება: 

კიბორჩხალას ჩხირები დაჭერით პატარა ნაჭრებად;

კიტრი გათალეთ და გახეხეთ მსხვილპირიან სახეხზე და ცოტათი გაწურეთ;

წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი.

მომზადებული ინგრედიენტები გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და კამა, მოაყარეთ მარილი და შეურიეთ მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!