616

ფერადი დეტალები სამზარეულოში

სახლის მოწყობის დროს ფერადი დეტალების უხვად გამოყენების ტენდენცია ბოლო წლებში ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა.

თუმცა ჩვენთან იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს “მხიარულ სახლებს”. არადა, მკვეთრი ფერის დეკორის ელემენტები ადამიანს ხალისიან განწყობას უქმნის და გარკვეულწილად, სტრესის დაძლევაშიც ეხმარება.

ყველა იმ სამზარეულოს, რომლებსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ერთი რამ აერთიანებს – მათი დიზაინის დროს აქცენტი მკვეთრ და მხიარულ ფერებზე იყო გაკეთებული. წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი – დიზაინერთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს… თუმცა ერთი რამის თქმა კი შეიძლება – ასეთ სამზარეულოში ნამდვილად არ მოგწყინდება და საზაფხულო განწყობასაც მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებ!

4

დაათვალიერეთ ფერადის სამზარეულო გარნიტურების კოლექცია ჩვენს გალერეაში. ბედნიერ საზაფხულო შთაგონებას გისურვებთ!

13

1

2

3

9

8

7

6

5

11

12

10