10

ბროკოლისა და კარტოფილის სუპი სიმინდით

ინგრედიენტები:

  • 500 გ წითელი კარტოფილი;
  • 300 გ ბროკოლი;
  • 1 თავი ხახვი;
  • 400 გ არაჟანი;
  • 100 გ დარბილებული კარაქი;
  • 100 გ ყველი პარმეზანი;
  • 100 გ ტკბილი სიმინდი;
  • 30 გ მწვანე ქინძი;
  • მარილი.

მომზადება: 

წითელი კარტოფილი (სასურველია მცირე ზომის) გარეცხეთ, კარგად გახეხეთ, მოხარშეთ ნახევრად და წყალი გადაღვარეთ. 3 კარტოფილს გააცალეთ კანი, დანარჩენი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ ორად გაჭრილი ხახვი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი საშუალო ტემპერატურაზე. ამის შემდეგ გაზქურა გამორთეთ, 3 კანგაცლილი კარტოფილი ამოიღეთ და მოამზადეთ პიურე, დაჭრილი კარტოფილი კი დატოვეთ ნახარშ წყალში.

არაჟანი და დარბილებული კარაქი ათქვიფეთ კოვზით და ჯერ 3 კარტოფილის პიურე შეურიეთ, შემდეგ კი კარტოფილის ნახარში წყლის ნაწილი და გახეხილი პარმეზანი. მიღებული მასა ნელ-ნელა დაასხით მოხარშულ დაჭრილ კარტოფილს, დაუმატეთ ბროკოლის დანაწევრებული ყვავილედები, კონსერვირებული ტკბილი სიმინდი, მარილი და წამოადუღეთ. ხარშეთ დაახლოებით 5-6 წუთი.

ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით!

10