536

მობილური გრილ-ბარი BONGOS BEER: ყველაფერი ერთში

სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების პორტატულობა და მობილურობა მნიშვნელოვნად ზრდის მათი გამოყენების პოტენციალს, ამიტომ კომპანიამ Alpina შექმნა ბარი და გრილი ბორბლებზე Bongos Beer Bar.

5

მოდური დიზაინის კარადას ოთხი ბორბალი აქვს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის საფარზე გადაადგილება შეუძლია.

ეს მოწყობილობა იდეალურია წვეულებების მოსაწყობად, რადგან მასზე შეიძლება მომზადდეს ბარბექიუ და ცივი სასმელები.

2

Bongos Beer Bar-ზე ასევე დამონტაჟებულია ლუდის ჩამოსასხმელი პროფესიონალური ონკანი.

1

მობილურ ბარში ჩაშენებულ მაცივარს ლუდის რამდენიმე საათის განმავლობაში გაცივების საშუალება აქვს მაშინ, როცა ენერგოკვების წყაროზე არაა მიერთებული.

ბარი 120 კილოგრამს იწონის და 8 კილოგრამი ყინული შეუძლია დაიტიოს.

Bongos Beer Bar-ის ფასი 11 300 აშშ დოლარია.

34