საქონლის ხორცი ფერადი ტკბილი წიწაკებით

ssssინგრედიენტები:

  • 600 გ საქონლის ხორცი
  • 1 თავი წითელი ხახვი
  • 3 კბ ნიორი
  • 5 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 3 დიდი ტკბილი წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე)
  • ზეთი
  • შავი პილპილი
  • 4 ს.კ. სოიოს სოუსი
  • მარილი
  • 2 ღერი მწვანე ხახვი
მომზადება:
დაჭერით ხორცი თხელ, 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად. მოასხით 3-3 ს.კ. ვაშლის ძმარი და სოიოს სოუსი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შავი პილპილი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 2 სთ.
ტაფაზე მოასხით ზეთი და მოშუშეთ ხორცი (ხახვთან და ნიორთან ერთად) დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში (ძალიან დაბალ ცეცხლზე). ბოლოს გაზქურას 2-3 წუთით მაქსიმუმამდე აუწიეთ და შებრაწეთ ხორცი, თან მუდმივად ურიეთ.
პარალელურად ტკბილი ფერადი წიწაკები დაჭერით გრძლად, მოაყარეთ მარილი, მოასხით ცოტა ზეთი, მოათავსეთ ფოლგაზე და შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი წიწაკები გადაიტანეთ ჭურჭელში, მოასხით 3 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 ს.კ. სოიოს სოუსი და გააჩერეთ 10 წუთი.
ხახვთან და ნიორთან ერთად შემწვარ ხორცს მოაყარეთ ტკბილი წიწაკები, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და გემრიელად მიირთვით!