1-1

ქათმის ღვიძლის ჩაშუშული

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ღვიძლი
  • 1 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 სტაფილო
  • 3 დიდი პომიდორი
  • 2 თეთრი ხახვი
  • 7 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული კოწახური
  • მარილი
  • ზეთი
  • 100 მლ წყალი
  • მწვანე ქინძი ან ოხრახუში გასაფორმებლად

მომზადება:

ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო და ტკბილი წიწაკა დაჭერით მოგრძო ნაჭრებად; პომიდორი გათალეთ და დაჭერით.

ქათმის ღვიძლი გარეცხეთ და მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე დაფნის ფოთოლთან ერთად, მოასხით ძმარი და მოშუშეთ დაბალ ტემპერატურაზე. ხანდახან მოურიეთ. როდესაც ძმარი ამოშრება, დაამატეთ დაახლოებით 100 მლ წყალი. მოშუშეთ მაღალ ტემპერატურაზე წყლის ამოშრობამდე.  ამის შემდეგ ღვიძლს დაამატეთ 4-5 ს.კ. ზეთი, დაჭრილი სტაფილო, ხახვი და ტკბილი წიწაკა. კარგად აურიეთ და დატოვეთ საშუალო ტემპერატურაზე 10-12 წთ.

ბოლოს დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, მწარე წიწაკა, მარილი, ხმელი ქინძი და კოწახური. 5 წუთში კერძი მზადაა!

გააფორმეთ მწვანე ქინძით ან ოხრახუშით.

გემრიელად მიირთვით😉😉

1-1