Tag Archives: დეკორი

ლამაზი სანათი სასადილოსთვის

დიზაინის სტუდიამ Morten & Jonas კომპანია Northern Lighting-ის შეკვეთით შექმნა მაგიდის სანათის საინტერესო პროექტი, რომელსაც Bake me a cake (გამომიცხვე ტორტი) ჰქვია 😉 😉

1

მუხის ხის მასალისა და ტონიზებული შუშისაგან დამზადებული სანათი, რომელიც ფორმით ტორტს წააგავს, სამზარეულო და სასადილო ოთახებისთვისაა განკუთვნილი.

2

სხვათა შორის, სანათის დიზაინის პროექტი Morten & Jonas-ის დიზაინერებმა პატიმრებთან ერთად შექმნეს, რომლებიც ნორვეგიის ერთ-ერთ ციხეში იხდიან სასჯელს, ხოლო თავად სანათი არა რომელიმე სპეციალიზებულ ქარხანაში, არამედ ისევ და ისევ ციხეში დამზადდა – რა თქმა უნდა, ხარისხის მკაცრი კონტროლით.

3

რესტორანი Dabbous ლონდონში

რესტორანი Dabbous, რომელიც დღეისათვის მეტად პოპულარულ ინდუსტრიულ სტილშია მოწყობილი, ლონდონში 2012 წელს გაიხსნა.

12

რესტორნის ინტერიერის დიზაინის პროექტი ეკუთვნის სტუდია Brinkworth-ის დიზაინერებს, რომლებმაც უპირატესობა სადა, თავდაჭერილ, მაგრამ ამავდროულად დიდებულ სტილს მიანიჭეს. 

1

რესტორნის ინტერიერი გაფორმებულია უჟანგავი მავთულის ბადეებით, ფოლადის, დეკორატიული შუშისა და ბეტონის ელემენტებით, ხოლო ავეჯი ნატურალური ხისა და შავი ტყავისგანაა დამზადებული. 

2

რესტორნის მფლობელმა თავიდანვე უარი თქვა დეკორის ნივთების გამოყენებაზე. რესტორნის გახსნილი სივრცის მთავარი და ერთადერთი აქსესუარი უჩვეულო შუშის სანათებია. 

3 4 5 6 7 8 9 10 11