4

ლამაზი სანათი სასადილოსთვის

დიზაინის სტუდიამ Morten & Jonas კომპანია Northern Lighting-ის შეკვეთით შექმნა მაგიდის სანათის საინტერესო პროექტი, რომელსაც Bake me a cake (გამომიცხვე ტორტი) ჰქვია😉😉

1

მუხის ხის მასალისა და ტონიზებული შუშისაგან დამზადებული სანათი, რომელიც ფორმით ტორტს წააგავს, სამზარეულო და სასადილო ოთახებისთვისაა განკუთვნილი.

2

სხვათა შორის, სანათის დიზაინის პროექტი Morten & Jonas-ის დიზაინერებმა პატიმრებთან ერთად შექმნეს, რომლებიც ნორვეგიის ერთ-ერთ ციხეში იხდიან სასჯელს, ხოლო თავად სანათი არა რომელიმე სპეციალიზებულ ქარხანაში, არამედ ისევ და ისევ ციხეში დამზადდა – რა თქმა უნდა, ხარისხის მკაცრი კონტროლით.

3