7

ქათმისა და ბოსტნეულის სალათი

7

ინგრედიენტები: 

  • 1 საშუალო თავი კომბოსტო (სასურველია ახალი)
  • 2 სტაფილო
  • 450 გ მოხარშული ქათამი
  • 1 წითელი მწარე წიწაკა
  • 6-7 ღერი მწვანე ქინძი ან ოხრახუში
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 კვერცხის გული
  • მარილი

მომზადება: 

ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, მოაყარეთ ცოტა მარილი, მოასხით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი და დადგით გრილ ადგილზე 1 საათით.

ქათმის ფილე მოხარშეთ და ხელით დაჩეჩეთ; კომბოსტოც დაჭერით პატარა ნაჭრებად, წვრილად დაჭერით მწვანე ქინძი და წითელი მწარე წიწაკაც (ან გამოიყენეთ დაფქული წიწაკა). 

მოამზადეთ სოუსი: კვერცხის გული, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი და მდოგვი კარგად ათქვიფეთ.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, მოასხით სოუსი და კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!