6

ქათმის ბარკალი გრილზე

6

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ქათმის ბარკალი
  • 8-10 კბ ნიორი
  • 40 გ მწვანე ქინძი
  • 40 გ დარბილებული კარაქი
  • ყვითელი ყვავილი
  • უცხო სუნელი
  • მარილი

მომზადება: 

ქათმის ბარკალი გარეცხეთ და მოხარშეთ (მეტისმეტად არ უნდა ჩაიხარშოს).

მოამზადეთ სოუსი: მწვანე ქინძი დაჭერით წვრილად. მოათვსეთ ქვასანაყში. დაუმატეთ  სანელებლები, ნიორი, მარილი და დანაყეთ. 

მიღებული მასა შეურიეთ დარბილებულ კარაქს და კოვზით ასრისეთ.

მოხარშული ბარკალი შეაგრილეთ, მოაშორეთ კანი და ხელით შეაზილეთ ნივრიანი კარაქი. მოათავსეთ გრილზე და დაბრაწეთ.

გემრიელად მიირთვით!