2

ინდური რესტორანი Rasoï მონრეალში

სანელებლების არაჩვეულებრივი არომატი, ფერებისა და უჩვეულო ფორმების სიმრავლე, ჰარმონიული ქაოსი – ასე წარმოადგინა ინდური ხასიათი კრეატიულმა დიზაინერმა ჟან დე ლესარმა (Jean de Lessard)  მონრეალში (კანადა) მდებარე ინდური რესტორნის Rasoï-ს პროექტირებისას.

1

რესტორნის ინტერიერის პროექტზე მუშობისას ლესარი შეეცადა ინდური სამზარეულო არქიტექტურული ელემენტებისა და მკვეთრი შეფერილობების უჩვეულო კომბინაციებით წარმოედგინა. კონტრასტული მასალების შეხამებით მან თანამედროვე, ეკლექტური ატმოსფერო შექმნა.3

რესტორანში ოთხი სასადილო ზონაა, რომელთა მოსაწყობადაც ხის კომფორტული ავეჯი და უამრავი ბალიშია გამოყენებული.4აგურის სადა კედლებზე დამაგრებულ უამრავ სხვადასხვა ფორმისა და ზომის სარკეში კი რესტორნის არაჩვეულებრივი, საზეიმო გარემო ირეკლება.

2

5 6 7