4

სამზარეულო მუქ ფერებში

ინტერიერის დიზაინში შავს დომინანტ ფერად იშვიათად თუ ვინმე იყენებს, თუმცა თუ დამხმარე ფერები და დეკორის ელემენტები კარგად არის დაბალანსებული, საკმაოდ ეფექტური შედეგი შეიძლება მივიღოთ. ამის მაგალითია მუქ ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულო ოთახი, რომელიც ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ.

2

თანამედროვე სტილის შავ სამზარეულო გარნიტურს ძალიან მოუხდა ნატურალური აგურის კედელი და მასიური ხის მაგიდა ვინტაჟური შავი სკამებით. ასევე დამაბალანსებელ ელემენტადაა გამოყენებული ბეჟი ფერის სადა ფარდა და თეთრი ჭერი.

1რა თქმა უნდა, შავი ფერი ვერ იქნებოდა ეფექტური შუქის გარეშე, ამიტომ ოთახს აქვს მრავალფეროვანი განათების სისტემა და კიდევ ერთი საკმაოდ ეფექტური დეტალი – ფართო, სრიალა ავტომატური შუშის კარი, რომელიც სამზარეულოს შიდა ეზოსგან გამოყოფს.

3 4 5 6