00

მსოფლიოს ათი უძველესი რესტორანი

oldesrestaurantsfridaybotin

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მადრიდის რესტორანი ბოთინი (Botin) ყველაზე ძველი მოქმედი რესტორანია მსოფლიოში, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ 1725 წელს დაიწყო. მაგრამ ბევრ სხვა რესტორანსაც უძველესის წოდებაზე სრულიად სამართლიანად აქვს პრეტენზია.

St. Peter Stiftskeller – das Restaurant (წმინდა პეტრეს მონასტრის სარდაფი). ზალცბურგი, ავსტრია

1oldesrestaurantsfridayzalcburg

ეს რესტორანი უძველესად მიიჩნევა ცენტრალურ ევროპაში. რესტორანი წმინდა პეტრეს მონასტრის კედლებში ამოქმედდა. მის შესახებ ცნობები 803 წლის ხელნაწერებშია დაცული, ანუ გამოდის, რომ მისი ასაკი 1200 წელს აჭარბებს!

2oldesrestaurantsfridayzalcburgრესტორანი Zum Franziskaner – სტოკჰოლმი, შვედეთი

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

ეს რესტორანი გერმანელმა მონარქებმა 1421 წელს დააარსეს. აქაური მენიუს მთავარი კომპონენტები ავსტრიული ლუდი და ძეხვია. ინტერიერი ძალიან სასიამოვნოდაა მოწყობილი და სტუმრებს მეგობრული საუბრებისთვის განაწყობს.

4oldesrestaurantsfridaysweden

La Tour d’Argent  – პარიზი, საფრანგეთი

თავად რესტორნის მფლობელები ირწმუნებიან, რომ ის 1582 წელს დაარსდა და მას ხშირად სტუმრობდა მეფე ჰენრიხ IV. თუმცა რესტორანი პირველად მხოლოდ 1860 წელს პარიზში გამოცემულ გზამკვლევშია მოხსენიებული.

6oldesrestaurantsfriday1582

Die Letzte Instanz – ბერლინი, გერმანია

7oldesrestaurantsfridaygermany

ყველა თანხმდება, რომ ეს ბერლინის უძველესი რესტორანია, რომელიც 1525 წელს ამოქმედდა. Zur Letzten Instanz-ს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანები – ნაპოლეონი, ბეთჰოვენი და სხვ.

8oldesrestaurantsfridaygermany

A La Petite Chaise – პარიზი, საფრანგეთი

9oldesrestaurantsfridaypetite

ეს რესტორანი ჯერ კიდევ 1680 წლიდან იყო პოპულარული. ჯორჯერ რამო აქ ყიდდა ღვინოს და სხვადასხვა საჭმელს.

Sobrino de Botín – მადრიდი, ესპანეთი

10oldesrestaurantsfridaybotin

ეს რესტორანი, არსებული ინფორმაციით, 1725 წელს დაარსდა. გინესის რეკორდების წიგნში ის შეტანილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძველი სასადილო. მხატვარი ფრანსისკო დე გოია იქ მიმტანად მუშაობდა, როცა ხელოვნების სამეფო აკადემიაში მიღებას ელოდა. რესტორანი ესპანელმა ჯეიმს ბოთინმა დააარსა და თავიდან მას სხვა სახელი – Casa Botín ერქვა.

11oldesrestaurantsfridaybotin

Tavares Rico – ლისაბონი, პორტუგალია

12oldesrestaurantsfridaytavares

Tavares Rico 1784 წელს გაიხსნა და ლისაბონის ყველაზე ძველ რესტორნად მიიჩნევა. ის ამჟამად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რესტორანი.

13oldesrestaurantsfridaytavaresRules Restaurant – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

14oldesrestaurantsfridayrules

ეს რესტორანი 1798 წელს გაიხსნა და ლონდონის ყველაზე ძველ რესტორნად მიიჩნევა.

15oldesrestaurantsfridayrulesUnion Oyster House – ბოსტონი, აშშ

17oldesrestaurantsfridayboston

რესტორანი 1826 წელს გაიხსნა და ყველაზე ძველია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

16oldesrestaurantsfridayboston

რესტორანი Яр – მოსკოვი, რუსეთი

18oldesrestaurantsfridayrussia

რესტორანი 1826 წელს გაიხსნა. დღეისთვის ის მთლიანადაა აღდგენილი პირვანდელთან მიახლოებული სახით და მაშინდელ ატმოსფეროსაც ინარჩუნებს.

19oldesrestaurantsfridayrussia