weird-underwater-restaurant-4

წყალქვეშა რესტორანი წითელ ზღვაში

1ckalqvesharestoranifriday

ეს საოცარი ადგილი ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს.

ckalqvesharestoranifriday4

რესტორანი განლაგებულია ეილათში, ისრაელის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქში. ის 1998 წელს ეკოლოგიურად მეტად დაბინძურებულ ადგილზე ააშენეს.

წყალქვეშა სტრუქტურის პროექტირებისა და დაგეგმვის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ხელოვნურად შეიქმნა მარჯნის რიფები, რათა ოდესღაც მშვენიერი წყალქვეშა სამყარო ნელ-ნელა აღედგინათ. შენობის აგებას კიდევ ოთხი წელი დასჭირდა.

ckalqvesharestoranifriday3

ექვსი მეტრის სიღრმეში განლაგებული კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარსა და ობსერვატორიას. დიზაინისაზღვაო სტილშია გადაწყვეტილი. ნაგებობას უამრავი უზარმაზარი ფანჯარა აქვს, რომლებიც სტუმრებს წყალქვეშა სამყაროთი დატკბობის საშუალებას აძლევს.

ckalqvesharestoranifriday6

წითელი ზღვის ვარსკვლავი ერთადერთი ღამის წყალქვეშა ობსერვატორიაცაა. მასში გამოიყენება რბილი სინათლე, რათა ადამიანებმა წყალქვეშა სივრცის დათვალიერებისას მისი მყუდროება არ დაარღვიონ.

ckalqvesharestoranifriday5

ამ ადგილის სტუმარს წყალქვეშა სამყაროს ცქერით დატკბობა და ასევე მის ნაწილად თავის შეგრძნებაც თავისუფლად შეუძლია – კომპლექსი ხომ ექვსი მეტრის სიღრმეზეა აგებული.

ckalqvesharestoranifriday2