Tag Archives: ჯავზი

სოუსი “ბეშამელი”

57ინგრედიენტები:

  • 800 მლ რძე
  • 80 გ ნაღების კარაქი
  • 80 გ ფქვილი
  • მწიკვი ჯავზი
  • მარილი
  • თეთრი პილპილი

მომზადება:

პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 50 გ ნაღების კარაქი. ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი და თან მუდმივად ურიეთ ხის კოვზით. შემდეგ პატარ-პატარა პორციებით ჩაასხით რძე და ისევ ურიეთ – უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

სოუსი მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ ადუღეთ კიდევ 5 წუთი – მუდმივი მორევა აუცილებელია.

გადმოდგით სოუსი გაზქურიდან და შეაზავეთ სოუსი მარილით, პილპილით და ჯავზით; შეურიეთ დარჩენილი 30 გ კარაქიც. კარგად მოურიეთ და დაახურეთ თავსახური.

სოუსი ერთგვაროვანი უნდა იყოს, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ასეთი არ გამოვიდა, ჩაასხით წმინდა საცერში და გადაწურეთ.

🙂 😉

ყველთან გამომცხვარი კარტოფილი

5

ინგრედიენტები:

  • 300 გ კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 20 გ არაჟანი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 1 კბ ნიორი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 0,3 ს.კ. ჯავზი
  • 100 გ პიცის ცომი
  • 5-5 გ კამა და მწვანე ხახვი

მომზადება: 

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და ნახევრად მოხარშეთ. გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

ყველი გახეხეთ, შეურიეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი, დასრესილი ნიორი, ჯავზი და არაჟანი.

პიცის ცომი  ძალიან თხლად გააბრტყელეთ  ცეცხლგამძლე ჭურჭელზე; დაალაგეთ კარტოფილი და ზემოდან თანაბრად გადაუსვით ყველის ნაზავი. 

გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 10-12 წუთის განმავლობაში.

უკვე გამომცხვარ პიცას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!