Tag Archives: ხორციანი კერძები

ლობიო საქონლის ხორცით

ინგრედიენტები:

  • 300 გ ლობიო;
  • 1 კგ საქონლის ხორცი;
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 1 ს.კ. ტომატი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 3 კბ ნიორი;
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი;
  • მარილი;
  • 2  დაფნის ფოთოლი;
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა;
  • 1 ს.კ. ფქვილი;
  • 100 გ კარაქი.

მომზადება: 

ლობიო გარეცხეთ, მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ და წყალი გადაღვარეთ. ისევ დაამატეთ წყალი (ამჯერად დაახლოებით 1,7 ლ), დაფნის ფოთლები, 3 კბ ნიორი (მთლიანად) და დადგით საშუალო ტემპერატურაზე. ხარშვის დროს ქვაბი ოდნავ თავმოხდილი უნდა იყოს.  ნახევარი საათის შემდეგ დაამატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი უცხიმო საქონლის ხორცი და გააგრძელეთ ხარშვა  2 საათის განმავლობაში. თუ სითხე ძალიან ჩაშრება, დაამატეთ ცოტა ადუღებული წყალი.

სანამ ხორცი და ლობიო იხარშება, დაჭერით ხახვი მსხვილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. 3-4 წუთში დაამატეთ  დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ტომატი, სოიოს სოუსი, წიწაკა, ფქვილი, კარაქი, 3 ს.კ. წყალი და გააგრძელეთ შუშვა კიდევ 5 წუთი დაბალ ტემპერატურაზე, თან მუდმივად ურიეთ.

მიღებული მასა ნელ-ნელა გადაიტანეთ ხორციან ქვაბში, კარგად მოურიეთ, შეაზავეთ მარილით, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან. 

გემრიელად მიირთვით!

6

ცხვრის ხორცის გუფთები პიტნით

ინგრედიენტები:

  • 600 გ ცხვრის ფარში;
  • 200 გ პურის გული;
  • 50 გ გოგრის თესლი;
  • 40 გ პიტნა;
  • 1 კვერცხი;
  • 200 გ ფქვილი;
  • 1/2 ჩ.კ. ტომატი;
  • შავი პილპილი;
  • 1/2 ლიმონის წვენი;
  • მარილი;
  • 10 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება: 

პურის გული დაალბეთ თბილ წყალში და შემდეგ კარგად გაწურეთ; გოგრის თესლი ოდნავ მოხალეთ და გააცალეთ კანი. პიტნა ძალიან წვრილად დაჭერით, შემდეგ კი დანაყეთ.

ცხვრის ფარშს დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, დანაყული პიტნა, პურის გული, ლიმონის წვენი და ტომატი, ჩაახალეთ კვერცხი და ხელით კარგად აზილეთ. მოამზადეთ ხორცის გუნდები და ამოავლეთ ფქვილში.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

როდესაც ზეთი ადუღდება, ჭურჭელში ჩაალაგეთ ხორცის გუნდები და დაბრაწეთ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით რომელიმე თეთრ სოუსთან, მაგალითად, ბერ ბლანთან ერთად!

1-2