Tag Archives: წვნიანები

ქათმის სუპი ბოსტნეულით და მაკარონით

fინგრედიენტები:

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 400 გ მაკარონი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 1/4 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1/4 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 50 მლ თეთრი ღვინო
  • 1/2 ს.კ. წითელი წიწაკა
  • მარილი
  • 1,7 ლ წყალი

მომზადება: 

ქათმის ფილეს დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში. მოასხით ღვინო, ძმარი, ზეთი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში (არ დაბრაწოთ).

ქათმის ფილეს ნაჭრები ამოალაგეთ ქვაბიდან, შეაგრილეთ და ხელით ან ჩანგლით დაჩეჩეთ. იმავე ქვაბში ჩამატეთ 4 ს.კ. ზეთი, ყვითელი ყვავილი და წამოადუღეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო.

როდესაც ხახვი და სტაფილო მოიშუშება, დაამატეთ წყალი და მარილი. აადუღეთ და ჩაყარეთ მაკარონი. 5 წუთში დაუმატეთ დაჩეჩილი ხორცი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დასრესილი ნიორი და წიწაკა. ადუღეთ კიდევ 7-8 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ლობიოსა და გოგრის სუპი

aa

ინგრედიენტები: 
  • 400 გ გოგრა (რბილი ნაწილი)
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 100 გ ყველი ჩედარი
  • 300 გ მოხარშული ლობიო
  • 10-12 მწვანე ხახვი
  • 100 გ ტკბილი სიმინდი (დაკონსერვებული)
  • 1/8 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწაკა
  • მარილი
  • 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 100 გ არაჟანი

მომზადება:  

ლობიო მოხარშეთ 1,8 მლ ოდნავ მარილიან წყალში.
გოგრას ამოაცალეთ თესლი, დაჭერით კანიანად, მოასხით 2-3 ს.კ. წყალი და შეახვიეთ ფოლგაში. ფოლგა ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი გოგრა შეაგრილეთ, მოაშორეთ კანი და ფრთხილად დაჭერით.
ზეთიან ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. 5-6 წუთში დაამატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკის ფხვნილი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ ტომატი, კარაქი, სიმინდის ფქვილი, ძმარი და კარგად მოურიეთ.
დაახლოებით 7 წუთში მიღებულ მასას ნელ-ნელა დააამატეთ ჯერ ლობიო ნახარშ წვენთან ერთად, შემდეგ სიმინდის მარცვლები, დარიჩინი, გახეხილი ჩედარი, გოგრის ნაჭრები და მარილი. ადუღეთ 3-4 წუთი და გადმოდგით გაზქურიდან.
სუპი გაანაწილეთ თეფშებზე. თითოეულ მათგანს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!