Tag Archives: წაბლი

ყველაფერი წაბლის შესახებ

პარიზის ქუჩები და წაბლის გამყიდველი, რომელიც ამ სურნელოვან ნაყოფს უზარმაზარ ტაფაზე პირდაპირ ქუჩაში წვავს. წაბლის მადისაღმძვრელი სუნი მთელ ქუჩაზე ვრცელდება, ფანჯრებშიც შედის და პარიზული რომანტიკის შეგრძნებას ქმნის.

5

წაბლი სასურველი სასუსნავია მისი მომზადების სიიოლის გამოც. ევროპის ბაზრებსა თუ სუპერმარკეტებში წაბლი არა მხოლოდ შემოდგომაზე, არამედ  ზამთრის პირველ ნახევარშიც იყიდება. ევროპის ყველა ქვეყანაში შობის წინ წაბლს პირდაპირ ქუჩებში წვავენ და ყიდიან.

6

ამ უბრალო სასუსნავს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ რომში წაბლს დესერტად მიირთმევდნენ, მათ კოცონზე წვავდნენ, მოგზაურობისას თან დაქონდათ და ღვინოსთან მისაყოლებლადაც იყენებდნენ. ძველი მითის მიხედვით, ნიმფა ნეამ შეყვარებული იუპიტერის დევნისგან თავი რომ დაეღწია, თავი მოიკლა. იუპიტერმა ნეა ლამაზ ფოთლებიან და ყვავილებიან ხედ აქცია, რომელიც ჩხვლეტია ნაჭუჭში მოქცეულ გემრიელ ნაყოფს ისხამდა. Casta, რაც „ქალწულებრივს“ ნიშნავს და ნიმფას სახელმა – ნეამ შექმნა სახელწოდება Castanea, რაც  წაბლს ყველა ევროპულ ენაში დაერქვა.

ალექსანდრე მაკედონელმა ევროპაში ლაშქრობების დროს უამრავი წაბლის ჭალა გააშენა, რადგან მისი ნაყოფის ძვირფასი საკვები თვისებების შესახებ მოეხსენებოდა და თავისი ჯარისთვის მის სურსათად გამოყენებას ვარაუდობდა.

ცნობილია, რომ 401-399 წლებში ჩვ.წ.აღ-მდე სპარსეთიდან უკანდახეული ბერძნული ჯარი შიმშილით სიკვდილს წაბლის წყალობით გადაურჩა. ამის შემდეგ ამ დიდი და ულამაზესი ხის ნაყოფისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ბერძნები შავი ზღვისპირეთში და ყირიმში კოლონიების დაარსებისას პირველ რიგში ვაზსა და წაბლს რგავდნენ.

ჩინეთსა და იაპონიაში წაბლს საკვებად ბრინჯის აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ. ჩინური წაბლი (Castaneamollissima) 600 წელზე მეტია მოყავთ. როგორც ხედავთ, წაბლი ერთ-ერთია მცირერიცხოვან უძველეს საკვებ პროდუქტებს შორის, რომელმაც ჩვენამდე შეუცვლელი სახით მოაღწია. მას ძველებურად წვავენ ცეცხლზე, ხარშავენ, ღუმელში ან სპეციალურ ტაფაზე ამზადებენ. ისევე, როგორც ათასობით წლის წინ, მრავალ ქვეყანაში წაბლი კვლავ პოპულარული საჭმელია.

7

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე – ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში მსოფლიოში ყველაზე ძველი წაბლის ხეები დგას, რომელთა ასაკიც დაახლოებით 300 წელია. საუკეთესოდ დღეისთვის წაბლის ესპანური ჯიში მიიჩნევა.

გალიციაში წაბლისგან კულინარიის ნამდვილ შედევრებს ამზადებენ. ადიღეში წაბლის ხე დღემდე სიწმინდედ მიიჩნევა. იაპონიაში წაბლის სეზონი ადრე, ზაფხულის ბოლოსკენ იწყება. წაბლი ტამბას რეგიონიდან განსაკუთრებით ტკბილია და ყოველთვის უმაღლესი ხარისხის.

იაპონიაში წაბლს ბრინჯთან და ქათამთან ერთად ამზადებენ და ლუდზე მისაყოლებლადაც იყენებენ. ჩინეთში წაბლი იმდენად პოპულარული საკვებია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჩინელები მსოფლიოს წაბლის მთლიანი მოსავლის დაახლოებით 40% მიირთმევენ.

ჩინელები წაბლს არა მხოლოდ უშუალო საკვებად იყენებენ, არამედ მისი მეშვეობით შინაური პირუტყვის ხორცს განსაკუთრებულ გემოსაც ანიჭებენ.  შესანიშნავი ხორცის დელიკატესია ღორის მშრალი ძეხვი, რომელსაც წაბლით გამოკვებილი ღორების ხორცისგან ამზადებენ.

100 გრამ წაბლში შედის 44 გრ. ნახშირწყლები, 11 გრ. შაქარი, 1,3 გრ. ცხიმები, 1.6 გრ. ცილები, 40 მგრ. C ვიტამინი, 0,94 მგრ. რკინა და 484 მგრ. კალიუმი. წაბლი მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. ესაა ერთადერთი თხილეული, რომელიც C ვიტამინს შეიცავს.

ნუ ჩაატარებთ ამაო ექსპერიმენტებს დეკორატიული წაბლის ხის ნაყოფებზე, რომლებსაც ცხენის წაბლს ვეძახით და ჩვენს პარკებში უხვად დგას. საკვები წაბლის ჯიშია მხოლოდ Castaneasativa, რომელიც ძირითადად შავი ზღვის სანაპიროს ახლომახლო მოდის, საქართველოში ასევე გავრცელებულია რაჭაშიც.

ევროპის ტერიტორიაზე წაბლის მთელი ჭალებია ესპანეთში, კორსიკაზე, საფრანგეთის სამხრეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ჩრდილოეთ ამერიკაში მოყავთ წაბლის ჯიში – Castaneadentata, იაპონიაში კი Castaneacrenata. წაბლი მოდის ასევე ჩინეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც. შეიძლება ითქვას, რომ საკვები წაბლი უკვე სასოფლო-სამურნეო კულტურაა.

8

წაბლს განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება. შეგიძლიათ უბრალოდ შეწვათ, მხოლოდ წინასწარ დანით ან ჩანგლით უნდა გახვრიტოთ, რათა წაბლი შიგნით დაგროვილი ტენისგან არ „აფეთქდეს“. მოხარშვის დროს (რაც ჩვენში უფრო მიღებულია),  წაბლს გახვრეტა არ ჭირდება. თუმცა მოხარშული წაბლის გემო საგრძნობლად ჩამოუვარდება შემწვარი წაბლის გემოსა და სურნელებას.

3

პრინციპში, ჩხვლეტია ნაჭუჭისგან გათავისუფლებული წაბლი ყოველგვარი თერმული დამუშვების გარეშეც ძალიან გემრიელია. თუ რაიმე სოუსს, მწვანილს და ხორცს დაამატებთ, კერძიც გამოვა. თუმცა თერმული დამუშავების გარეშე წაბლის ნაჭუჭის და შემდეგ უხეში, მჭიდროდ შემოკრული კანისგან გასუფთავება არც ისე ადვილია.

მინიმალური დამუშავების შემდეგ წაბლი მაგარი რჩება და ბოსტნეულს, ხორციან კერძებს, დესერტებსა და ნაყინსაც კი უხდება. ბევრი წაბლს ღორის ხორცთანაც მიირთმევს.

შეგიძლიათ წაბლი ხილის რაგუს დაუმატოთ ან ფხვნილად ქცეული წაბლისგან, ცხელი რძის დამატებით პიურე მოამზადოთ. წაბლისგან კეთდება ტკბილი სუფლეც, ხოლო თუ კექსისა და პუდინგის ცომში ჩაამატებთ, მას განსაკუთრებულ გემოს მისცემს.

ზოგიერთ ქვეყანაში წაბლისგან პურიც ცხვება და სხვადასხვანაირი სოუსებიც მზადდება. წაბლი უნივერსალური პროდუქტია და მასზე ექსპერიმენტების დადგმა არ მოგწყინდებათ. თუმცა დამუშავებისას რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება აუცილებელია.

  • წაბლს ზედმეტად ნუ შეწვავთ, რადგან ის ტენს სულ დაკარგავს და გამაგრდება;
  • წაბლს მომზადებისთანავე მოაშორეთ კანი, რადგან სანამ თბილია, კანი უფრო იოლად ძვრება, ვიდრე გაცივებულს;
  • გაწმენდილ წაბლს კანისქვეშა გარსიც უნდა მოაშოროთ;
  • გამზადებულ წაბლს ნუ შეინახავთ, ის გამოშრება და გემოს დაკარგავს;
  • მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც მაშინვე მიირთმევთ;
  • უმი წაბლი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

1

თხილეული

მიწის თხილი

peanuts

არაქისი, იგივე მიწის ან ჩინური თხილი – ერთწლიანი, ბალახოვანი, ტოტებიანი მცენარეა პარკოსნების ოჯახიდან.

ამ მცენარეს ბუჩქის მსგავსი ან დაფენილი ღერო აქვს, ნაყოფი ყვავილობის შემდეგ მიწაში იზრდება, ამიტომაც ეძახიან მას მიწის თხილს.

არაქისის ნაყოფი ფორმით აბრეშუმის ჭიის პარკს გავს, რომლის ნაჭუჭის ქვეშ 1-დან 5-მდე გულია (პარკი). ეს პარკები 50%-მდე ცხიმს შეიცავს, ამიტომაც მიწის თხილი მეტად ძვირფას ზეთოვან კულტურებს მიეკუთვნება.

PEANUT

არაქისისგან მზადდება ძალიან გემრიელი არაქისის ჰალვა. მიწის თხილი ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში არა მხოლოდ ჰალვის, არამედ კიდევ ბევრი პროდუქციის დასამზადებლად.

ფისტა

მოხალული, მარილიანი ფისტა ძალიან გემრიელი სასუსნავია.

ეს მცენარე ველური სახით, ძირითადად შუა აზიაში იზრდება. მის მოსავალს ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იღებენ. მომწიფების შემდეგ ფისტას ყველა ნაყოფი ერთდროულად არ იხსნება, ამიტომაც ეს პროდუქტი დამატებით გადამუშავებას საჭიროებს.

pistachio01

ფისტა იჭმება ნედლი სახით, გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში როგორც შიგთავსის ნაწილი და ასევე ძეხვის წარმოებაში – ფისტაშკებს ზოგიერთი ტიპის უმაღლესი ხარისხის ფარშირებული ძეხვის დასამზადებლად იყენებენ.

წაბლი

საჭმელი წაბლის ნაყოფი გარეგნულად დიდ, ორივე მხრიდან შეჭყლეტილ, ზოგჯერ კი სრულიად პრიალა დიდ თხილს გავს, რომელსაც თხელი, მუქი ყავისფერი ნაჭუჭი აქვს.

chestnut3

წაბლის გული მსხვილი, თეთრი და ოდნავ მოტკბოა. ის იჭმება შემწვარი, მოხარშული და უმი სახითაც. შეწვის დროს წაბლის ნაყოფი აუცილებლად უნდა დახვრიტოთ, რათა არ გასკდეს.

წაბლი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში და ასევე ყავის სასმელებს დასამზადებლადაც.

ტკბილი ნუში

ტკბილი ნუში ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, განსაკუთრებით ტკბილი კერძების, ორცხობილების, ტორტებისა და ღვეზელების დასამზადებლად. ნუშის გულში ბევრი ცხიმი (55%-მდე) და აზოტოვანი ნივთიერებებია (20%-ზე მეტი).

2005.04.14_18.14.47_eada

კედრის წიპწიპო

კედრის წიპწიპო კედრისებრი ფიჭვის ხის თესლია. კედრის წიპწიპოს გულისგან ძალიან ძვირფასი ზეთი მიიღება. არსებობს ორი სახის – წვრილი და მსხვილი წიპწიპო.

Pine-nuts

კაკალი

კაკალი მომწიფების საწყის სტადიაზე, როცა მისი გული ჯერ კიდევ რძიანია, უმდიდრესია C ვიტამინით, ამიტომაც მას ვიტამინების შემცველი პრეპარატების დასამზადებლად იყენებენ. სიმწიფის ამ პერიოდშივე კაკლისგან მზადდება უგემრიელესი მურაბა. მოწეული კაკალი ძალიან ნოყიერია, მის შემადგენლობაში 55% ცხიმები და 15% ცილებია. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.

walnuts

თუ კაკალი ზედმეტად გამოშრა და თავისი ჩვეული გემო დაკარგა, ის ნაჭუჭიანად 5-6 დღე უნდა ჩადოთ ოდნავ მარილიან წყალში. წყალი ნაჭუჭიდან კაკლის გულამდე ჩავა და მის კონსისტენციასა და გემოს აღადგენს.

diverticulitis-Nuts-and-Seeds1