Tag Archives: ძეხვი

მაფინი სიმინდის ფქვილით და ძეხვით

1ინგრედიენტები:

  • 120 გ გამდნარი კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 240 გ სიმინდის ფქვილი
  • 1 ს.კ. მარილი
  • ზეთი
  • 1 ს.კ. შაქარი (არ არის აუცილებელი)
  • ძეხვი
  • კარაქი ან ზეთი მაფინის ფორმებზე წასასმელად

მომზადება:

ცალკე ჭურჭელში შეურიეთ სოდა, სიმინდისა და ხორბლის ფქვილი.

ერთ ჭურჭელში მოათავსეთ შაქარი, მარილი, არაჟანი და 120 გ დამდნარი კარაქი. დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.

მიღებული მასას ნელ-ნელა შეურიეთ სოდიანი ფქვილი და დატოვეთ თბილ ადგილზე 15 წუთით. 

ძეხვი დაჭერით 2,5 სმ სიგრძის ნაჭრებად.

3

აირღუმელში შედგით მაფინის ფორმა და გაახურეთ 200 გრადუსამდე. თითოეულს ძირსა და კედლებზე წაუსვით კარაქი ან ზეთი. კოვზით მოათავსეთ ცომი, შუაში ჩააწყვეთ ძეხვის ნაჭრები. გამოაცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში (შეიძლება ცოტა მეტი დროც დასჭირდეს, თუ მაფინის ფორმების დიამეტრი დიდია).

4

მზა მაფინები ოდნავ შეაგრილეთ და გემრიელად მიირთვით კეტჩუპთან ერთად.

5

როგორ გავაფორმოთ აპეტაიზერები

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ აპეტაიზერების არაჩვეულებრივი ფოტოკოლექცია.

14

ულამაზესი კომპოზიციები რამდენიმე სახეობის ყველის, ლორის, ძეხვის, მწვანილის, ფრანგული ბაგეტისა და ტოსტერის პურის მეშვეობით არის შექმნილი. ეს ერთი შეხედვით რთული “კონსტრუქციები” საკმაოდ იოლი მოსამზადებელია ცომის საჭრელი დეკორატიული ფორმებისა და ფიგურული დანების გამოყენებით. 

დაათვალიერეთ აპეტაიზერების ფოტოკოლექცია შეარჩიეთ ყველაზე საუკეთესო და იოლი თქვენი წვეულებისთვის 🙂

11 12 13 15 16 17 18 19 20