Tag Archives: ცომის რეცეპტი

შაშხის რულეტი

1

ინგრედიენტები:

  • 150 მლ წყალი ან რძე
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 500 გ ფქვილი
  • 6 დიდი ნაჭერი ღორის შაშხი ან მოხარშული ძეხვი
  • 100 გ ყველი ჩედარი

მომზადება:

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და შუაში ჩაღრმავეთ. ჩაახალეთ კვერცხი, ჩასხით თბილ წყალში ან რძეში არეული საფუარი და ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მარილი და შაქარი.

მოზილეთ რბილი ცომი და გააჩერეთ ამოსაფუებლად 2 სთ. ამ ცომით 3 ან მეტი რულეტის მომზადებაა შესაძლებელი – დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თხლად გააბრტყელებთ ცომს 😉 

როდესაც ცომი აფუვდება, კიდევ ერთხელ ამოზილეთ, მოჭერით გუნდა, ამოავლეთ ფქვილში და გააბრტყელეთ

ცომზე დააფინეთ შაშხის ნაჭრები.

2

დაახეხეთ ჩედარი.

3

ცომი ფრთხილად გადაახვიეთ და ფრთხილად დაჭერით დაახლოებით 2,5 სმ ნაჭრებად.

4

რულეტის ნაჭრები დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-16 წუთის განმავლობაში.

5

მსგავსი რულეტების მოსამზადებლად შეიძლება გამოიყენოთ ფენოვანი ცომიც 😉

7

გემრიელად მიირთვით!

ცომი ლუდით

45

ლუდის გამოყენებით დამზადებული ცომი ძალიან რბილი და ფუმფულა გამოდის, საკმაოდ სწრაფად და იოლადაც კეთდება. შეიძლება გამოიყენოთ პიცისთვის, სხვადასხვანაირი ღვეზელისთვის, კრეკერებისთვის. ეს ცომი შეიძლება 2-3 დღით შეინახოთ მაცივარში (საყინულეშიც შეიძლება) და როცა დაგჭირდებათ, გამოიყენოთ.

ინგრედიენტები: 

  • 200 მლ ლუდი
  • 200 გ მარგარინი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ფქვილი – რამდენსაც ცომი შეიზელს

მარგარინი 20 წუთით შედეთ საყინულეში.

300 გ ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ამოავლეთ მასში მარგარინი და დანით ჩაათალეთ (ისე, როგორც ქადის კეთების დროს).

როდესაც მარგარინს მთლიანად ჩააჭრით, ხელით კიდევ დაფშვენით და გააფხვიერეთ. 

მარგარინიანი ფქვილი ჩაღრმავეთ, ჩაასხით ლუდი და კარგად მოზილეთ. მოზელვის დროს ნელ-ნელა კიდევ ჩაამატეთ ფქვილი, სანამ ცომი კარგად არ შეიკვრება.

ცომი მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. ამის შემდეგ ლუდით დამზადებული ცომი მზადაა გამოსაყენებლად.