Tag Archives: ცომეული

ღორის ხორცი კლეცკებით და ხის სოკოთი

23

ინგრედიენტები: 

  • 700 გ ღორის ხორცი
  • 2 თავი ხახვი,
  • 300 გ ხის სოკო
  • 5 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 100 მლ წითელი ღვინო
  • 4 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 100 მლ წყალი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 2-3 ღერი ოხრახუში

ინგრედიენტები კლეცკებისთვის:

  • 300 გ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 400 გ ფქვილი
  • 50 გ კარაქი
  • მარილი

მომზადება: 

ხახვი დაჭერით წვრილად; ხის სოკო დაჭერით 2-3 ნაწილად და შემდეგ დაჩეჩეთ ხელით.

ღორის ხორცი დაჭერით 2-3 სმ ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ღვინო, წყალი და მოშუშეთ დაბალ ტემპერატურაზე.

როდესაც სითხე ამოშრება, დაუმატეთ ზეთი, დაჭრილი ხახვი და დაჩეჩილი სოკო. მოშუშეთ დაბალ ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ.

მოამზადეთ სოუსი: ტომატი, დანაყული ნიორი, წიწაკა, შაქარი და სოიოს სოუსი ათქვიფეთ კოვზით. მიღებული მასა ჩაამატეთ ხორციან ქვაბში და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

პარალელურად მოამზადეთ კლეცკები (ან ნიოკი – ინგლისურად): ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ კარტოფილის პიურე, დამდნარი კარაქი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. უნდა გამოვიდეს საკმაოდ მკვრივი, ელასტიკური ცომი.

ცომი გააბრტყელეთ 1,5 სმ სისქეზე, დაჭერით კერ სიგრძივად, შემდეგ განივად. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 2X3 სმ ნაჭრები. ჩაყარეთ პორციებად ადუღებულ მარილიან წყალში და მოხარშეთ 6-7 წუთის განმავლობაში. 

ხორცი გადმოიღეთ თეფშებზე, ზემოდან დაალაგეთ კლეცკები, მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები და გემრიელად მიირთვით ცხელ-ცხელი!

😉 😉

 

მაფინი სიმინდის ფქვილით და ძეხვით

1ინგრედიენტები:

  • 120 გ გამდნარი კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 240 გ სიმინდის ფქვილი
  • 1 ს.კ. მარილი
  • ზეთი
  • 1 ს.კ. შაქარი (არ არის აუცილებელი)
  • ძეხვი
  • კარაქი ან ზეთი მაფინის ფორმებზე წასასმელად

მომზადება:

ცალკე ჭურჭელში შეურიეთ სოდა, სიმინდისა და ხორბლის ფქვილი.

ერთ ჭურჭელში მოათავსეთ შაქარი, მარილი, არაჟანი და 120 გ დამდნარი კარაქი. დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.

მიღებული მასას ნელ-ნელა შეურიეთ სოდიანი ფქვილი და დატოვეთ თბილ ადგილზე 15 წუთით. 

ძეხვი დაჭერით 2,5 სმ სიგრძის ნაჭრებად.

3

აირღუმელში შედგით მაფინის ფორმა და გაახურეთ 200 გრადუსამდე. თითოეულს ძირსა და კედლებზე წაუსვით კარაქი ან ზეთი. კოვზით მოათავსეთ ცომი, შუაში ჩააწყვეთ ძეხვის ნაჭრები. გამოაცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში (შეიძლება ცოტა მეტი დროც დასჭირდეს, თუ მაფინის ფორმების დიამეტრი დიდია).

4

მზა მაფინები ოდნავ შეაგრილეთ და გემრიელად მიირთვით კეტჩუპთან ერთად.

5