Tag Archives: ცედრა

ფრანგული ლიმონის ტარტი

7ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 220 გ ფქვილი
  • 130 გ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 2 ლიმონის წვენი
  • 2 ლიმონის ცედრა
  • 200 გ შაქარი
  • 4 კვერცხის გული
  • 30 გ კარაქი
  • 100 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 3 ს.კ. შედედებული რძე
  • შაქრის პუდრა ტარტზე მოსაყრელად

მომზადება: 

ფქვილი, შაქარი და მარილი აურიეთ.  ცივი კარაქი ამოავლეთ ფქვილში და ჩათალეთ ფქვილში. დაუმატეთ კვერცხის გული. კარგად ასრისეთ ხელით. მიღებული ფხვიერი მასა დააგუნდავეთ და შეინახეთ მაცივარში 20-25 წუთის განმავლობაში. 

სანამ ცომი მაცივარშია, მოამზადეთ გულსართი: ლიმონის წვენი, ცედრა, შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ კარაქი, ნაღები, შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა არანაკლებ 10 წუთისა. 

გაახურეთ აირღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე.

გააბრტყელეთ ცომი და ჩააფინეთ ფორმაში. 

ცომს ზემოდან დააფინეთ ალუმინის ფოლგა და დაადეთ ბრტყელი, თხელი ცეცხლგამძლე თეფში ან პატარა მრგვალი ლანგარი (თიხის, ლითონის). რაიმე სიმძიმის დადება იმისთვისაა საჭირო, რომ ცხობისას ცომს ამოფუებისა და ფორმის დაკარგვის საშუალება არ მიეცეს. ზოგი ფოლგაზე მარცვლეულს (მაგ.: ბრინჯი, ლობიო, მუხუდო და სხვ.) ან ხურდებსაც კი ყრის, რაც ასევე ეფექტურია. კიდევ ერთი – თეფში (ან მარცვლეული) ძალიან მძიმეც არ უნდა იყოს 😉

ამის შემდეგ ფორმა შედგით აირღუმელში. დაახლოებით 15-17 წუთის შემდეგ ნახევრად გამომცხვარი ტარტი გამოიღეთ და გაუკეთეთ გულსართი.

ტემპერატურა შეამცირეთ და შეაბრუნეთ ტარტი აირღუმელში კიდევ 20-25 წუთით.

მომზადებული ტარტი შეაგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

იტალიური კატლეტები ბეკონით

51

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის ფარში
  • 2 თავი ხახვი
  • 5 კბ ნიორი
  • პურის 3 საშუალო ზომის ნაჭერი
  • 300 გ ყველი (სასურველია რიკოტა)
  • 200 გ ბეკონის თხელი ნაჭრები
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
  • 1 ლიმონის გახეხილი ცედრა
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 3 ღერი ბაზილიკი
  • 2 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • ახლადდაფქვილი შავი პილპილი

მომზადება:

ხახვი და ნიორი გაარჩიეთ, დაჭერით წვრილად; ოხრახუში და ბაზილიკი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. პურს მოაჭერით კანი, გული კი წვრილად დაფშვენით (სასურველია იყოს წინა დღის პური).

ტაფაზე დაასხით ზეთი, გაახურეთ, დაყარეთ ხახვი და მოშუშეთ. 5 წუთში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. 3-4 წუთში გაზქურა გამორთეთ და ხახვი შეაგრილეთ.

რიკოტა დასრისეთ ჩანგლით, შეურიეთ პურის ნაფშვენებს, გახეხილ პარმეზანს, ლიმონის ცედრას, კვერცხსა და დაჭრილ მწვანილს. დაამატეთ საქონლის ფარში, მოშუშული ხახვი, კვერცხი, პილპილი, მარილი და კარგად აზილეთ. მიღებული მასა შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

გაცივებული ფარშისგან მოამზადეთ კატლეტები, თითოეულს შემოახვიეთ 2-2 ნაჭერი ბეკონი.

ბეკონიანი კატლეტები მჭიდროდ ჩაალაგეთ ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 17-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!