Tag Archives: ჩინური კერძი

ქათმის ფილე სეზამის მარცვლებით

17

ინგრედიენტები: 

  • 600 გ ქათმის ფილე
  • 4-5 ღერი მწვანე ხახვი
  • 20 გ სეზამის მარცვალი
  • 7 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი

მომზადება: 

ქათმის ფილე მოხარშეთ, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.

მოამზადეთ სოუსი: ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ  სოიოს სოუსი, ბალზამიკო, სახამებელი, პილპილი და ერთხელ წამოადუღეთ (თან მუდმივად ურიეთ). სოუსი უნდა მომზადდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე. 

დაჩეჩილი ქათმის ფილე ჩაყარეთ სოუსში და სწრაფად აურიეთ. 1 წუთში კერძი მზადაა.

ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

ღორის ხორცი სოკოთი სოიოს სოუსით

58-pork-mashrooms

ინგრედიენტები:

  • 300 გ ღორის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კბ ნიორი
  • 500 გ სოკო
  • 250 მლ თეთრი ღვინო
  • ძმარი
  • ზეთი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 100 მლ წყალი
  • 1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • მარილი

მომზადება:

ხახვი დაჭერით წვრილად; სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქამა სოკო ან პორტაბელო). 

ღორის ხორცი დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, დაასხით თეთრი ღვინო, ძმარი და მოხარშეთ ნახევრად დახურულ ქვაბში.

როდესაც ღვინო ამოშრება, ქვაბში ჩაამატეთ ზეთი, დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ.

6-7 წუთში ხახვსა და ხორცს დაუმატეთ სოკო. ტაფას დაახურეთ თავი და დატოვეთ საშუალო ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში. ხანდახან მოურიეთ. 

ფქვილი და სახამებელი აურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ წყალი, დასრესილი ნიორი, წითელი წიწაკა, სოიოს სოუსი და კოვზით კარგად ათქვიფეთ.

მიღებული ნაზავი ჩაამატეთ ხორციან ტაფაში და მოურიეთ. სოუსის ჩასხმის შემდეგ გააგრძელეთ მზადება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. 10 წუთიც და კერძი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!