Tag Archives: შებოლილი ქათამი

შებოლილი ქათმის ხორცის ჩახრაკული

20

შებოლილი ქათამი ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშეც ძალიან გემრიელია, თუმცა ხანდახან მრავალფეროვნებისთვის შეიძლება შებოლილი ქათმის ჩახრაკულიც მოამზადოთ 🙂 

ინგრედიენტები:

  • შებოლილი ქათამი (დაახლოებით 1 კგ)
  • 6 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ორეგანო
  • 1/2 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
  • 1/2 მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ღვინის ძმარი

მომზადება: 

ქათამს მოაშორეთ ძვლები და დაანაწევრეთ საშუალო ზომის ნაჭრებად.

ნიორი, ახლად დაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ორეგანო და ყვითელი ყვავილი დანაყეთ ერთად.

ცივ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაუმატეთ ძმარი, დანაყული სანელებლები და ხის კოვზით კარგად აურიეთ.

შეზავებული ზეთი აადუღეთ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ მაქსიმუმამდე გაზარდეთ ტემპერატურა და სწრაფად ჩაყარეთ ქათმის ნაჭრები. ხშირად მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან 7-9 წუთში. 

ქათმის ნაჭრები გადაიტანეთ ჭურჭელში, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.  მოასხით ტაფაში დარჩენილი ზეთი და მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები.

ასე მომზადებული ხორცი შეიძლება გამოიყენოთ სენდვიჩების გულსართად. ამავე მეთოდით შეიძლება შებოლილი ღორის ხორცის მომზადებაც 😉

გემრიელად მიირთვით!

პასტა შებოლილი ქათმის ხორცით და პარმეზანით

25ინგრედიენტები: 
  • 300 გ მაკარონი
  • 2 თავი ხახვი
  • 250 გ სოკო
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ს.კ. შავი პილპილი
  • 1 ჩ.კ. ტომატი
  • 300 გ შებოლილი ქათმის ფილე
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 100 მლ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 100 გ პარმეზანი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3-4 ღერი მწვანე ქინძი
მომზადება: 
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.
აირღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭლზე მოასხით ზეითუნის ზეთი და გადაანაწილეთ მოხარშული მაკარონი.
შებოლილი ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დააწყვეთ მაკარონზე.
მოამზადეთ სოუსი: სოკო და ხახვი დაჭრით წვრილად. ნიორი დანაყეთ. კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ სოკო, მარილი, პაპრიკა, ტომატი, შავი პილპილი, ფქვილი, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ხახვი, სოკო და კარგად აურიეთ.
სოუსი მოასხით მაკარონსა და ქათმს. გამოაცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
სუფრაზე მიტანის წინ დაახეხეთ პარმეზანი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით!