Tag Archives: შავი პილპილი

ქათმის ფილე ბეკონით გრილზე

01ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 300 გ ბეკონი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 1 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი

მომზადება: 

ქათმის ფილე დაჭერით გრძელ, მოზრდილ ნაჭრებად (2-3 ნაჭრად თითოეული) და ჩააწყვეთ ჭურჭელში.

მოამზადეთ მარინადი: ტომატში აურიეთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი, შავი პილპილი და შეაზილეთ ქათმის ფილეს ნაჭრებს.

შედგით მარინადი მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში. 

ბეკონი დაჭერით გრძელ, თხელ (4-5 მმ) ნაჭრებად.

ქათმის თითოეულ ნაჭერს შემოახვიეთ ბეკონი და შეწვით გრილზე. 

გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის პიურეს ბურთულები ბეკონით

8ინგრედიენტები:

  • 3 დიდი კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ ბეკონი
  • 20 გ კარაქი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • საფანელი
  • 100 გ ფქვილი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.

ბეკონი დაჭერით წვრილ ად და მაღალ ცეცხლზე მოხრაკეთ 2-3 წუთის განმავლობაში.

მოხარშული კარტოფილი გადაიტანეთ ცალკე ჯამში, დაამატეთ კარაქი, არაჟანი და მოამზადეთ მკვრივი პიურე. დაუმატეთ შემწვარი ბეკონის ნაჭრები, შავი პილპილი, 1 კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ.

ათქვიფეთ 1 კვერცხის გული + 1 კვერცხი; ბეკონიანი პიურესგან დაამზადეთ ბურთულები და შეინახეთ მაცივარში 20 წთ ან საყინულეში 8-10 წთ; ქვაბში ჩაასხით ზეთი (2 სმ-ზე) და წამოადუღეთ.

ბურთულები ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში და ბოლოს საფანელში. ჩაყარეთ პორცია-პორცია ადუღებულ ზეთში და შებრაწეთ მაქსიმუმ 2-3 წუთის განმავლობაში. 

შებრაწული ბურთულები ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი ჩამოიწუროს და გემრიელად მიირთვით!

პ.ს. ძალიან გემრიელია ნივრიანი არაჟნის საწებელასთან ერთად 🙂