Tag Archives: ქათმის ფილე

ქათმის სალათი ბავარიული კეტჩუპით

8

ინგრედიენტები: 

  • 250 გ ქათმის ფილე
  • 2 ნაჭერი პური
  • 100 გ სალათის ფოთლები
  • 50 გ კონსერვირევული ტკბილი სიმინდი
  • 6-7 ქამა სოკო პორტაბელო
  • 1 კიტრი
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 1 თხელი ლავაში (არ არის სავალდებულო)
  • მზესუმზირის ზეთი
  • მარილი
  • კეტჩუპი

მომზადება: 

სოკო მოხარშეთ და დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. ასევე დაჭერით სალათის ფოთლები, კიტრი და ოხრახუში, დაუმატეთ სიმინდის მარცვლები, სოკო და მარილი; მოასხით 1 ჩ.კ. ზეთი, 1 ჩ.კ. კეტჩუპი და აურიეთ ხის კოვზით.

ქათმის ფილეს მოაყარეთ ცოტა მარილი და შეწვით ზეთიან ტაფაზე. შემწვარი ხორცი ოდნავ შეაგრილეთ, დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად და მოაწყვეთ სალათს ზემოდან.

პური დაჭერით კვადრატულ ნაჭრებად და შებრაწეთ იმავე ტაფაზე, რომელშიც ქათმის ფილე შეიწვა. თხელი ლავაში დაჭერით ზოლებად, დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და 6-7 წუთით შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

შემწვარი პურისა და თხელი ლავაშის ნაჭრები მოაყარეთ სალათს. მოასხით ბავარიული კეტჩუპი და გემრიელად მიირთვით!

🙂 🙂 🙂

ქათმისა და ბოსტნეულის სალათი

7

ინგრედიენტები: 

  • 1 საშუალო თავი კომბოსტო (სასურველია ახალი)
  • 2 სტაფილო
  • 450 გ მოხარშული ქათამი
  • 1 წითელი მწარე წიწაკა
  • 6-7 ღერი მწვანე ქინძი ან ოხრახუში
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 კვერცხის გული
  • მარილი

მომზადება: 

ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, მოაყარეთ ცოტა მარილი, მოასხით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი და დადგით გრილ ადგილზე 1 საათით.

ქათმის ფილე მოხარშეთ და ხელით დაჩეჩეთ; კომბოსტოც დაჭერით პატარა ნაჭრებად, წვრილად დაჭერით მწვანე ქინძი და წითელი მწარე წიწაკაც (ან გამოიყენეთ დაფქული წიწაკა). 

მოამზადეთ სოუსი: კვერცხის გული, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი და მდოგვი კარგად ათქვიფეთ.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, მოასხით სოუსი და კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!