Tag Archives: ქათამი სოკოთი

ქათამი სოკოსა და პომიდვრის სოუსში

q

ინგრედიენტები:

  • ქათამი (1 კგ)
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 50 გ კარაქი
  • 2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ღერი ნიახური
  • 1 ტკბილი მწვანე წიწაკა
  • 250 გ სოკო
  • 2 დიდი პომიდორი
  • 3 ს.კ. ტომატი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ორეგანო
  • 1 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი (ან რეჰანი)
  • 3 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 200 მლ თეთრი ღვინო
  • 100 მლ წყალი
  • მარილი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი

მომზადება: 

ქათამი დაჭერით და თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში. მოაყარეთ მარილი და 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა.

ტაფაზე დაასხით ზეთი, წამოადუღეთ და ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ტემპერატურაზე.

შემწვარი ქათმის ნაჭრები ამოალაგეთ ტაფიდან.

იმავე ტაფაზე დაამატეთ კარაქი და მოშუშეთ თხლად დაჭრილი სოკო, ნიახური, მწვანე ტკბილი წიწაკა და ხახვი. 6-7 წუთში დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, ტომატი, შაქარი, მარილი, წყალი, ღვინო, 1 ჩ.კ. წიწაკა, ხმელი ბაზილიკი და ორეგანო. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. ამის შემდეგ მკვეთრად შეამცირეთ ტემპერატურა, ტაფას ნახევრად დაახურეთ თავსახური და დატოვეთ გაზქურაზე. 20-25 წუთში ქათმის ნაჭრები ჩააბრუნეთ ტაფაში და ხარშეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში. 

გემრიელად მიირთვით!

ქათამი არაჟნის სოუსში

24
ინგრედიენტები:
  • 1 კგ ქათამი
  • 2 თავი ხახვი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 4 კბ ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 300 გ არაჟანი
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი
  • 1/2  ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
მომზადება: 
ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ხახვი და სოკო.
გაადნეთ კარაქი ფართო ტაფაზე, დაუმატეთ ზეთი, ძმარი და ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში (7 წთ ერთ მხარეს, 5 წთ – მეორე მხარეს).
შემწვარ ქათამს დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და სოკოდა ამოურიეთ, შეამცირეთ ტემპერატურა მინიმუმამდე და მოშუშეთ – 30-35 წუთი საკმარისია.
არაჟანში ნელ-ნელა შეურიეთ 200 მლ თბილი წყალი, დასრესილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი დაასხით ქათმის ნაჭრებს და წამოადუღეთ.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!