Tag Archives: ფუტურისტული რესტორანი

ბოსნია-ჰერცოგოვინა: რესტორანი მთაში

რესტორანი Raduša ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს.

3

ზღვის დონიდან 1720 მეტრზე აგებული შენობიდან  მთებსა და ხეობაზე არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი იშლება. რესტორანი არქიტექტურულმა სტუდიამ 3LHD დააპროექტა. ამ არასტანდარტული შენობის ფასადი ფაქტობრივად მთლიანად შუშისაა და ჰარმონიულად ეხამება გარემოს.

სტუმრებისათვის რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო კერძები მზადდება, რომელთა მირთმევა საოცრად მყუდრო ინტერიერში, უზარმაზარ ბუხართან შეიძლება.

10

ინტერიერის მოსაპირკეთებლად და ავეჯის დასამზადებლად მთლიანად ადგილობრივი ხის მასალაა გამოყენებული.

11

12456789121314

ფუტურისტული რესტორანი ნორვეგიის მთებში

trolebiskedelifriday1

უცნაური, ფუტურისტული რესტორანი „ტროლების კედელი“ ნორვეგიის მთებში მდებარეობს და საოცრად ეხამება იქაურ ულამაზეს გარემოს.

trolebiskedelifriday9

Reiulf Ramstad Arkitekter-ის გუნდისა და ადგილობრივი მცხოვრებლების წყალობით, ტურისტებს მთაზე გამოკიდებულ უნიკალურ რესტორანში სადილობის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არაჩვეულებრივი არქიტექტურული ქმნილება 7600 ფუტ ტერიტორიას იკავებს და ტურისტებზე ჰიპნოზივით მოქმედებს.

trolebiskedelifriday6

რესტორნის კედლები მთლიანად შუშისგანაა გაკეთებული – მათზე ძალიან ლამაზად ირეკლება მზის სხივები და შენობას უხილავად აქცევს, ასევე ინტერიერის კარგ განათებასაც უწყობს ხელს.

trolebiskedelifriday8

trolebiskedelifriday3

დიდი ხანია არაა, რაც პროექტის განხორციელება დასრულდა და ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის.

trolebiskedelifriday4

trolebiskedelifriday10

trolebiskedelifriday2