Tag Archives: ფუდფოტოგრაფი

კარლ უორნერის ფუდარტი

1

ლონდონელი ფოტოგრაფი კარლ უორნერი Carl Warner არაჩვეულებრივად რეალისტური პეიზაჟების შესაქმნელად სხვადასხვა საკვებ პროდუქტს იყენებს.  პურის ქერქი მის ნამუშევრებში მთებად იქცევა, კიტრი ხის ღერო, ხოლო კომბოსტო,  ბროკოლი და სხვადასხვა მწვანილი – ფოთლები. 

2

უორნერი და მისი ასისტენტები პროდუქტების ელემენტების გამოყენებით ზედმიწევნით ზუსტად აგებენ პეიზაჟის თუ შენობების სტრუქტურას – ბოსტნეულით და სხვა საკვები პროდუქტებით შექმნილი ტაჯ მაჰალი, ჩინეთის დიდი კედელი, ლონდონის ქუჩები თუ უდაბნოები არაჩვეულებრივად რეალისტურია.

3

ასევე იდეალურდაა შესრულებული ადამიანების ფიგურები – გონდოლიერიდან დაწყებული კოვბოით დასრულებული. 

დაათვალიერეთ კარლ უორნერის არაჩვეულებრივი გამოფენა ჩვენს გალერეაში:

4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 30 33

იდა სკივენესის მხიარული საუზმეები

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვები უარს ამბობენ საუზმეზე.

თუმცა, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თუ პატარებს ყოველ დილით  ისეთ საუზმეს მიართმევდით, როგორსაც მხატვარი იდა სქივენესი (Ida Skivenes) ქმნის.

1

კერძების ვიზუალური მხარის მიმართ შემოქმედებითმა მიდგომამ რომ გაამართლა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება – ჩვეულებრივი საჭმელს ადამიანები ყოველთვის ლამაზად გაფორმებულ კერძს ამჯობინებენ.

დროთა განმავლობაში ამგვარი მიდგომა ნამდვილ ხელოვნებად ჩამოყალიბდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2

იდა სქივენესს “მხიარული საუზმეების” დამზადების იდეა ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ცხოველების ფორმის ტოსტების ნახვის შემდეგ გაუჩნდა. პოპულარობა კი მისმა ნამუშევრებმა Instagram-ზე  ფოტოების განთავსების შემდეგ მოიპოვა.

დაათვალიერეთ იდა სქივენესის ნამუშევრები ჩვენს გალერეაში:

345678910111213