Tag Archives: ფოტო

სამზარეულო ქანთრი სტილში

1

ეს არაჩვეულებრივად მყუდრო სამზარეულოს დიზაინი მთლიანად ქანთრი სტილშია შესრულებული – სახლის მფლობელს სურდა, ჰქონოდა კუთხე, სადაც ოჯახი დროს სასიამოვნოდ გაატარებდა კომფორტულ გარემოში.

სახლი სადაც სამზარეულოა მოწყობილი, ესპანეთის სამხრეთში მდებარეობს, თუმცა დიზაინის პროექტისთვის ტოსკანური მოტივები უფრო მეტადაა გამოყენებული, ვიდრე ესპანური სტილი. საინტერესოა, რომ სამზარეულოს აქვს გასასვლელი არაჩვეულებრივ ბაღში, რაც ზაფხულობით სასადილო ზონის ღია ცის ქვეშ მოწყობის საშუალებას იძლევა.

234567

“ალისა საოცრებათა ქვეყანაში” – რესტორანი ტოკიოში

ლუის კეროლის ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მოტივებზე შექმნილი რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ტოკიოში.

1

რესტორნის ინტერიერი დრამატული დეკორაციებით არის გაფორმებული, ოფიციანტები კი “ალისას” გმირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. რესტორანში გამოყოფილია რამდენიმე თემატური ზონა, რომლებიც ფილმის სხვადასხვა სცენას ასახავს.

რესტორნის ინტერიერის დიზაინზე იაპონური არქიტექტურული სტუდია Fantastic Design Works მუშაობდა. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მეოთხეა კომპანია Diamond Dining-ის სარესტორნო ქსელში.

234567891011