Tag Archives: ფერადი სამზარეულო

თანამედროვე ფერადი სამზარეულოები

ზოგადად, ინტერიერის დიზაინში მკვეთრი ფერის ელემენტების შეტანას, ზოგჯერ გარკვეული უხერხულობა ახლავს – საჭიროა დახვეწილი გემოვნება და ზომიერების გრძნობა, რომ სახლი ფერადი ნივთებისა და ავეჯის სათავსოდ არ გადაიქცეს.

თუმცა, თუ ზომიერება დაცულია, ფერადი დეტალები სიცოცხლეს და ხალისს მატებს როგორც სახლს, ისე მის მფლობელს 🙂 🙂

5

განსაკუთრებით აქტუალური მკვეთრი ფერის დეტალები სამზარეულოში და სასადილოშია, სადაც ოჯახების დიდი ნაწილი მთელ დღეს ატარებს.

ფერები დეტალები სამზარეულოში სხვადასხვა სახით შეიძლება შევიდეს – ფერადი ავეჯი, კედლები, დეკორის ნივთები, ჭურჭელი, ფერადი დასამახსოვრებელი აქსესუარი და სხვ. 

410 West Johanna in the Bouldin Creek neighborhood of Austin, TX

ჩვენს დღევანდელ კოლექციაში წარმოდგენილია ფერადი თანამედროვე სამზარეულოები, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვოს იდეა საკუთარი სამზარეულოს დიზაინისათვის.

1 2 3 4 6 7 8 9 10 11 12 13

 

ფერადი დეტალები სამზარეულოში

სახლის მოწყობის დროს ფერადი დეტალების უხვად გამოყენების ტენდენცია ბოლო წლებში ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა.

თუმცა ჩვენთან იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს “მხიარულ სახლებს”. არადა, მკვეთრი ფერის დეკორის ელემენტები ადამიანს ხალისიან განწყობას უქმნის და გარკვეულწილად, სტრესის დაძლევაშიც ეხმარება.

ყველა იმ სამზარეულოს, რომლებსაც ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ, ერთი რამ აერთიანებს – მათი დიზაინის დროს აქცენტი მკვეთრ და მხიარულ ფერებზე იყო გაკეთებული. წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი – დიზაინერთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს… თუმცა ერთი რამის თქმა კი შეიძლება – ასეთ სამზარეულოში ნამდვილად არ მოგწყინდება და საზაფხულო განწყობასაც მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებ!

4

დაათვალიერეთ ფერადის სამზარეულო გარნიტურების კოლექცია ჩვენს გალერეაში. ბედნიერ საზაფხულო შთაგონებას გისურვებთ!

13

1

2

3

9

8

7

6

5

11

12

10