Tag Archives: უჯრედისი

ყველაფერი სიმინდის შესახებ

corn-1ადამიანებმა სიმინდის საკვებად გამოყენება ჯერ კიდევ 6–7 ათასი წლის წინ დაიწყეს. სიმინდი შრომისმოყვარე მექსიკელმა ინდიელებმა „მოიშინაურეს“ და მიწათმოქმედების მთავარ  კულტურადაც აქციეს. ევროპაში სიმინდი კოლუმბის წყალობით მოხვდა, ხოლო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ის ნიკიტა ხრუშჩოვის დამსახურებით გავრცელდა, რომელმაც სიმინდს „მინდვრის დედოფალი“ უწოდა.

სიმინდი – კალორიულობა

corn-4სიმინდის ოქროსფერმა მარცვლებმა კალორიულობით ყველა ბოსტნეულს, მათ შორის, მწვანე ბარდასა და ლობიოსაც გადააჭარბა. სიმინდის კალორიულობა პროდუქტის 100 გრამზე 120 კალორიაა. საოცარია, მაგრამ ამ ფონზეც კი ის შესანიშნავ დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა. დიეტოლოგები სიმინდს იმ განსაკუთრებული კომპონენტების გამო აფასებენ, რომლებსაც ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოძევება და ცხიმების აქტიური წვისთვის ხელშეწყობა შეუძლია. ამასთან ერთად სიმინდის „ცხიმის მწველები“, ძირითადად არა კანქვეშა–ცხიმოვან უჯრედისზე, არამედ ახლახანს მიღებულ, ჯერ კიდევ კუჭ–ნაწლავის ტრაქტში არსებულ ცხიმებზე მოქმედებს. ამიტომაც სიმინდის დიეტა ყველაზე შესაფერისი უხვი სუფრებისა და დღესასწაულების შემდეგაა, რათა ახალადმიღებულ კილოგრამებს თქვენს სხეულში ფეხის მოკიდების საშუალება არ მისცეთ.

????????სიმინდის შედარებით მაღალი კალორიულობის მიუხედავად, მის საფუძველზე არაერთი დიეტაა შექმნილი. სიმინდი ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით აქტიურად აჯერებს და შიმშილის გრძნობას თრგუნავს. დიეტური მიზნებისთვის სასურველია მოხარშული სიმინიდის მიღება, რადგან დაკონსერვებულ პროდუქტში, ჩვეულებრივთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი კალორიები შეიძლება იყოს.

სიმინდის სარგებლიანობა

corn-7სიმინდი ძალიან ძვირფასი და სასარგებლო პროდუქტია. მისი ოქროსფერი ფუჩეჩი კი ნამდვილი განძია. სიმინდი მდიდარია ნახშირწყლებით, ყველა შესაძლო ვიტამინითა და მინერალებით: კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი, კალიუმი და ა.შ. მის შემადგენლობაში მენდელეევის ცხრილის 26 ელემენტი შედის. სიმინდი მდიდარია B, A, E და PP ჯგუფის ვიტამინებით, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის, რადგან ზემოთაღნიშნული ვიტამინები დადებით ზემოქმედებას ახდენს თმისა და კანის მდგომარეობაზე, ხსნის დეპრესიას და უშლის ხელს ნაოჭების წარმოქმნას.

??????????????????სიმინდის შემადგენლობაში შედის უნიკალური ამინომჟავები ტრიპტოფანი და ლიზინი, რომელთა სინთეზირებაც ადამიანის ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია. ისინი სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, კუნთები ტონუსში მოყავს, ცხიმების გამოდევნას ეხმარება და ნაწლავებში დუღილის პროცესის პრევენციას ახდენს.

სიმინდი ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის შაქრის დონეს არეგულირებს, ასევე მოზარდებისა და ალერგიულებისთვის, ზედმეტი ცხიმიანობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სისხლნაკლულობის, ნერვული სისტემის დაავადებების, ანორექსიის, ღვიძლისა და გულის დაავადებების დროს. ასევე დამტკიცებულია, რომ სიმინდის შემადგენლობაში არსებულ პექტინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება აქვს და მისი მიღება სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროს.

???????????

ყველაფერი ყაბაყის შესახებ

ყაბაყი ძალიან სასარგებლო და დაბალკალორიული ბოსტნეულია გოგრისებრთა ოჯახიდან. ის მალე მზადდება, დიდხანს ინახება, მონელებაც იოლია და ჩვენს ფიგურასა და ჯანმრთელობაზეც კარგ მოქმედებას ახდენს.

Vegetable-marrow–4

ყაბაყის კალორიულობა

ყაბაყის კალორიულობა ყოველგვარ რეკორდს ხსნის. პროდუქტის 100 გრამში სულ რაღაც 23 კალორიაა! კვებითი ფასეულობის მიხედვით ახლოსაა კიტრთან, ბადრიჯანთან, ჭარხალთან და მწვანე ხახვთან. ამის გამო ყაბაყი არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია. მისი შემადგენლობის 94% წყალია და პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს.

თუ ფიგურაზე ზრუნავთ, ყაბაყისგან დამზადებული საჭმელი თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ პროდუქტისგან უამრავი დიეტური, სასარგებლო კერძის დამზადება შეიძლება, რომლებიც თქვენს ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების ყოველდღიურ მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. ყაბაყი დიდი ოდენობით C, B1, B2 ვიტამინებსა და კაროტინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინითა და გოგირდით. მის შემადგენლობაში შედის თუთია, ლითიუმი, ალუმინი, მოლიბდენი და მრავალი სხვა მიკროელემენტი.

Vegetable-marrow–2

ყაბაყის სარგებლიანობა

ყაბაყის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისის უზარმაზარი მარაგი დადებით ზემოქმედებას ახდენს საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლაზე. კალიუმისა და ნატრიუმის მომგებიანი შეფარდება პროპორციით 150:1–ზე კარგად მოქმედებს წყლისა და მარილის ბალანსზე და ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში ეხმარება.

დიეტური და სამკურნალო მიზნებისთვის საუკეთესოა ოდნავ დამწიფებადაკლებული, პატარა ნაყოფის მოხარშვა მარილისა და ცხიმის გარეშე. მისი მირთმევა პირდაპირ, კანიანად შეიძლება. ასეთი საკვები ყველაზე სასარგებლო და დაბალკალორიულია. ასევე ძალიან სასარგებლო და ფიგურისთვის უსაფრთხოა მოშუშული ყაბაყი, შემწვარი კი უკვე 88 კალორიას შეიცავს.

Vegetable-marrow–1

ყაბაყს, დაბალი კალორიულობის წყალობით, ორგანიზმი ძალიან იოლად ინელებს, ამიტომაც ის რეკომენდებულია საბავშვო საკვებში გამოსაყენებლად, განტვირთვის დღეებში მისართმევად და ასევე კარგია დიაბეტით ან კუჭნაწლავის ტრაქტის ავადმყოფობებით დაავადებულებისთვის.