Tag Archives: უცნაური რესტორანი

უცნაური რესტორანი ბრიუსელში

1

The Cube ბრიუსელში და შეიძლება მთელ ბელგიაშიც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რესტორანია – ის პირდაპირ Cinquantenaire park-ის თაღზეა დაშენებული. Cinquantenaire park ითრგმნება, როგორც “50 წლისთავის პარკი”. ის ბრიუსელში 1880 წელს  ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნად გაშენდა. 

2

ისტორიული შენობის ფონზე ეს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში ცოტა უცნაურად გამოიყურება, თუმცა თავად რესტორნიდან ნამდვილად არაჩვეულებრივი ხედი იშლება ულამაზეს პარკსა და მიმდებარე ისტორიულ ნაგებობებზე. 

4

რესტორნის პროექტი კომპანია Park Associati-ს არქიტექტორებს – ფილიპო პაგლიანის, მიშელ როსის, ალექსია კასაველას ელის ქუთერისა და ლორენცო მერლონის ეკუთვნით. 

3 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

“ალისა საოცრებათა ქვეყანაში” – რესტორანი ტოკიოში

ლუის კეროლის ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მოტივებზე შექმნილი რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ტოკიოში.

1

რესტორნის ინტერიერი დრამატული დეკორაციებით არის გაფორმებული, ოფიციანტები კი “ალისას” გმირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. რესტორანში გამოყოფილია რამდენიმე თემატური ზონა, რომლებიც ფილმის სხვადასხვა სცენას ასახავს.

რესტორნის ინტერიერის დიზაინზე იაპონური არქიტექტურული სტუდია Fantastic Design Works მუშაობდა. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მეოთხეა კომპანია Diamond Dining-ის სარესტორნო ქსელში.

234567891011