Tag Archives: ტკბილი წიწაკა

ბრუსკეტა სოკოთი და ყველით

02ინგრედიენტები 4 ბრუსკეტასთვის: 

  • 4 ნაჭერი პური
  • 20-24 სოკო (ქამა ან პორტაბელო)
  • 1 პომიდორი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 170 გ მოცარელა
  • მარილი
  • პილპილი
  • 4 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო

მომზადება: 

სოკო კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში; 

პურის თხელ ნაჭრებს მოასხით თითო ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

მოამზადეთ სოუსი: პომიდორი და ტკბილი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ, შეურიეთ ცოტა მარილი, ძმარი და კოვზით კარგად აურიეთ.

ზეთმოსხმულ ბრუსკეტას კოვზით წაუსვით პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ნაზავი; მჭიდროდ დაალაგეთ სოკოები და მოცარელას ნაჭრები.

გამოაცხვეთ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ ახლად დაფქვილი შავი პილპილი.

გემრიელად მიირთვით!

ბოსტნეულის ცხარე სუპი

00ინგრედიენტები:

  • 4 ბადრიჯანი
  • 3 კარტოფილი
  • 2 სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 2 მწვანე ტკბილი წიწაკა
  • 2 დიდი პომიდორი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 0,5 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 4 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • მარილი
  • 3-4 ღერი რეჰანი და ოხრახუში
  • ზეთი

მომზადება:

ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ტკბილი წიწაკა და პომიდორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

ქვაბში ჩაასხით 4-5 ს.კ. ზეთი, წამოადუღეთ, დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ მაღალ ტემპერატურაზე, ხშირად ურიეთ.

როდესაც ხახვი შეწითლდება, დაამატეთ სტაფილო, შეამცირეთ ტემპერატურა და გააგრძელეთ შუშვა 7-8 წუთი.

ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ბადრიჯანი და კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ დაბალ ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. ხანდახან მოურიეთ.

ინგრედიენტების ნახევარი ამოიღეთ ქვაბიდან, დაასხით 100 გ წყალი და დააბლენდერეთ. მეორე ნახევარს კი დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ტკბილი წიწაკა და გააგრძელეთ შუშვა 5 წუთი. შემდეგ შეურიეთ დაბლენდერებული კარტოფილისა და სხვა ინგრედიენტების ნაზავი, ასევე 1 ლ წყალი. კარგად აურიეთ და წამოადუღეთ.

ბოლოს ქვაბში ჩაამატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მარილი (თუ საჭიროა) და დასრესილი ნიორი. კარგად მოურიეთ და ადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთი.

თეფშზე გადმოღების შემდეგ სუპს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი.

გემრიელად მიირთვით!