Tag Archives: სუპის რეცეპტი

ლობიოსა და გოგრის სუპი

aa

ინგრედიენტები: 
  • 400 გ გოგრა (რბილი ნაწილი)
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 100 გ ყველი ჩედარი
  • 300 გ მოხარშული ლობიო
  • 10-12 მწვანე ხახვი
  • 100 გ ტკბილი სიმინდი (დაკონსერვებული)
  • 1/8 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწაკა
  • მარილი
  • 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 100 გ არაჟანი

მომზადება:  

ლობიო მოხარშეთ 1,8 მლ ოდნავ მარილიან წყალში.
გოგრას ამოაცალეთ თესლი, დაჭერით კანიანად, მოასხით 2-3 ს.კ. წყალი და შეახვიეთ ფოლგაში. ფოლგა ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი გოგრა შეაგრილეთ, მოაშორეთ კანი და ფრთხილად დაჭერით.
ზეთიან ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. 5-6 წუთში დაამატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკის ფხვნილი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ ტომატი, კარაქი, სიმინდის ფქვილი, ძმარი და კარგად მოურიეთ.
დაახლოებით 7 წუთში მიღებულ მასას ნელ-ნელა დააამატეთ ჯერ ლობიო ნახარშ წვენთან ერთად, შემდეგ სიმინდის მარცვლები, დარიჩინი, გახეხილი ჩედარი, გოგრის ნაჭრები და მარილი. ადუღეთ 3-4 წუთი და გადმოდგით გაზქურიდან.
სუპი გაანაწილეთ თეფშებზე. თითოეულ მათგანს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!
Advertisements

გამომცხვარი კარტოფილის სუპი ლორით

v

ინგრედიენტები:

  • 6-7 კარტოფილი
  • 200 გ კარაქი
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 500 მლ რძე
  • 100 გ პარმეზანი
  • 200 გ ლორი
  • 500 მლ არაჟანი
  • 1 კბ ნიორი
  • 10-12 ღერი მწვანე ხახვი
  • მარილი
  • ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი

მომზადება: 

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი. შემდეგ გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

მომზადებული კარტოფილი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად (კანის მოშორება სავალდებულო არ არის).

ლორი დაჭრით წვრილად და შეწვით. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, ყველი გახეხეთ, ნიორი დანაყეთ.

ქვაბში მოათავსეთ კარაქი და გაადნეთ საშუალო ცეცხლზე. ტემპერატურა შეამცირეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი . ურიეთ ხის კოვზით, სანამ ფქვილიანი კარაქი ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ჯერ რძე, შემდეგ და განუწყვეტლად ურიეთ.

ბოლოს სუპს ემატება გახეხილი პარმეზანი, კარტოფილი, შემწვარი ლორი, მარილი, მწვანე ხახვი, ნიორი და შავი პილპილი. ყველა ინგრედიენტის ჩამატების შემდეგ სუპი დატოვეთ გაზქურაზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. 

vv

გემრიელად მიირთვით!