Tag Archives: სიგამხდრე

ინგლისური დიეტა

ცნობილია, რომ ნებისმიერი მკაცრი დიეტა ძლიერ დარტყმას აყენებს ორგანიზმს, რადგან ის რაციონის კალორიულობის მნიშვნელოვნად შემცირებაზეა გათვლილი. შედეგმა კი იმედიც შეიძლება გაგიცრუოთ, რადგან თუ დიეტის დასრულების შემდეგ ისეთივე ინტენსიურობით გააგრძელებთ საკვების მიღებას, წონის დაკლების ნაცვლად შეიძლება მეტი კილოგრამებიც შეიძინოთ.

ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან არსებობს ზედმეტი წონის მოშორების რამდენიმე ეფექტური მეთოდი, მათ შორისაა ინგლისური დიეტაც.

welsh burger english apple scales marc white

ინგლისური დიეტა მსუბუქი დიეტების რიცხვს ეკუთვნის. მისი მეშვეობით მოხდენილი სხეული ნელ–ნელა, მაგრამ ეფექტურად ფორმირდება. ამ დიეტის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, სამიდან ექვს თვემდეა, რაც წონის ინდივიდუალურ ზედმეტობაზეა დამოკიდებული. ინგლისური დიეტის დაცვით ცხოვრების ჩვეული წესიდან არenglish-diet-ამოვარდებით, რადგან ის რაციონს სულ უმნიშვნელოდ შეგიმცირებთ.

პირველ კილოგრამებს ძალიან იოლად მოიკლებთ, სირთულეები შეიძლება იდეალური წონის მიახლოებისკენ დაიწყოს. დიეტის სტარტზე კარგი იქნება თუ განტვირთვის ორ დღეს მოიწყობთ, რათა კუჭის მოცულობა შეგიმცირდეთ: დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ ლიტრნახევარი ცხიმგამოცლილი რძე და დაახლოებით 100 გრამი შავი პური. თუ შიმშილი ძალიან შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ „სპირულინა პლატენსისი“ – ზღვის მიკროფლორისგან დამზადებული საკვები დანამატი, რომელსაც აფთიაქში იყიდით. მასში ცილების საკმარისი რაოდენობაა, რაც ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიმოქცევას ეხმარება და შესაბამისად, შიმშილის გრძნობის დაქვეითებასაც უწყობს ხელს.

spirulina-platensis

საბედნიეროდ, შიმშილობა მეტად აღარ მოგიწევთ. აუცილებელია რიგრიგობით დაიცვათ ბოსტნეულისა და ცილის დღეები, ყოველი ორი დღის შემდეგ. რაციონიდან მთლიანად უნდა ამოიღოთ მაგარი სპირტიანი სასმელები, მშრალი ღვინის გარდა. გახსოვდეთ, რომ თქვენს ფიგურაზე ყველაზე დამღუპველ გავლენას ტკბილი ლიმონათები, ფქვილეული, english-diet-6ლუდი, თეთრი პური და შემწვარი კარტოფილი ახდენს. ასევე უნდა შეზღუდოთ მარილის მიღებაც, რადგან ის ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას აფერხებს.

ბოსტნეულის დღეებში  დასაშვებია თითო პორცია მაკარონის მირთმევაც, რასაკვირველია ცხიმისა და ხორცის გარეშე. ასევე შეგიძლიათ ჭამოთ კარტოფილი „მუნდირში“ – კანიანად შემწვარი კარტოფილი, რომელშიც უხვადაა უჯრედისი. არ ღირს ზედმეტად გატაცება მაღალკალორიული ჩირით, თხილით, ქიშმიშით, ნესვითა და ტკბილი ჯიშის ყურძნით.

დიეტასთან ერთად რეკომენდებულია გიმნასტიკა, აერობიკა, ტრენაჟორებზე ვარჯიში ან იოგა, რაც დადებითი შედეგის მაქსიმალურად დიდხანს და ასევე სხეულის კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ოპტიმალური რაციონის მაგალითი ინგლისური დიეტის ფარგლებში:

პირველი და მეორე დღე (განტვირთვის დღეები)

საუზმე – შავი პურის ნაჭერი და ჭიქა რძე (ცხიმგამოცლილი);

13:00 – რძე;

16:00 – რძე და პური;

19:00 – რძე.

მესამე და მეოთხე დღე (ცილოვანი დღეები)

საუზმე – პურის ნაჭერი ერთ კოვზ თაფლთან და კარაქთან ერთად, ყავა უშაქროდ და ურძეოდ;

13:00 – თევზის ან ხორცის ბულიონის ერთი ფინჯანი, 150-200 გრ. მოხარშული თევზის ან საქონლის ხორცი, გარნირად ლობიო ან მწვანე ბარდა (4 სუფრის კოვზი) ან ისპანახი (მწვანილი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიირთვათ), 100-150 გრ. ახალი ბოსტნეულის სალათი, რამდენიმე ნაჭერი ორცხობილა. დესერტად შეგიძლიათ დააყოლოთ ერთ-ერთი ამ სასმელებიდან: ფინჯანი ჩაი (სასურველია თაფლისა და შაქრის გარეშე), თეთრი ღვინო, უშაქრო გაზიანი წყალი, ბალახეულის ნაყენი.

16:00 – ფინჯანი ჩაი ან რძე ნახევარი სუფრის კოვზი თაფლით;

19:00 – სურვილის მიხედვით: ჭიქა კეფირი, ორი კვერცხი, 50 გრამი თევზის ან საქონლის ხორცი ან პურის ნაჭერი და ყველი.

მეხუთე-მეექვსე დღეები (ნახშირწყლების, ბოსტნეულის დღეები)

საუზმე – ორი ვაშლი ან ორი ფორთოხალი;

13:00 – ბოსტნეულის სუპი კარტოფილის გარეშე, ვინეგრეტი, სალათი ან მცენარეულ ზეთზე დამზადებული ბოსტნეულის რაგუ, პურის ნაჭერი. დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ხილის სალათი. დაშვებულია თაფლის ან შაქრის შემცვლელის გამოყენება;

16:00 – ნებისმიერი ხილი ბანანის გარდა;

19:00 – სალათი, ჩაი ნახევარი სუფრის კოვზი თაფლით. ალტერნატიული ვარიანტია წვენი და 750 გრ. ხილი.

ბოლო ჭამა საღამოს არაუგვიანეს 19:00 საათისა უნდა იყოს.

თუ ამ დიეტად დაიცავთ, ფიგურის მოხდენილი ფორმების მიღწევა და შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ.

როგორ ინარჩუნებენ ფიგურას იაპონელი ქალები?

4-cute-japanese-girl

გამხდარი და გრაციოზული იაპონელი ქალები პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევენ. როგორ ახერხებენ ისინი ყოველთვის ფორმაში ყოფნას და მოხდენილი ფიგურის შენარჩუნებას?

2-cute-japanese-women

იაპონიაში სიმსუქნე ეროვნული პრობლემა ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი კი სწორი კვებაა. ადგილობრივი მოსახლეობა არ ჭამს ქუჩაში, ბოროტად არ იყენებს მავნე ნახშირწყლებს და დაბალანსებულ, სწორ კვებას ხანგრძლივი, ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების საწინდრად მიიჩნევს.

ისინი არ ჩქარობენ ჭამის დროს

მენტალიტეტის ერთგვარი თავისებურების წყალობით იაპონელები ჭამისას არასდროს ჩქარობენ. საკვების ყოველი მიღება – არა მხოლოდ დანაყრებისა და  სწორი კვების პროცესია, არამედ გემრიელი საჭმლითა და ლამაზად გაწყობილი სუფრით ტკბობა.

5-cute-japanese-women

ამ დროის განმავლობაში კი ტვინი ასწრებს ინფორმაციის აღქმას, რომ ორგანიზმმა ენერგიის საკმაო ოდენობა უკვე მიიღო და საქმიანობის გაგრძელებისთვის მზადაა. შედეგი კი მოხდენილი ფიგურაა!

ისინი მიირთმევენ პატარა პორციებით

იაპონელები პატარა თეფშებზე მცირე პორციების ჭამას ამჯობინებენ. ეს აიხსნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით – თუ თეფში დაცარიელდა, საუზმე, სადილი თუ ვახშამი დასრულებულია.

2-cute-japanese-food

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვახშმისთვის იაპონელები ყველაზე მინიატურულ თეფშებს ირჩევენ.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბრინჯი ყველაფრის თავი და თავია

ბრინჯის გარეშე იაპონური სამზარეულო წარმოუდგენელია. თუ შევადარებთ, რამდენ ბრინჯს მიირთმევს საშუალო სტატისტიკური ევროპელი და იაპონელი, მეორე ციფრი შვიდჯერ მეტი იქნება პირველზე.

Brown-Rice-Yaki-Onigiri

ბრინჯს მიირთმევენ საუზმეზე, სადილზე და ვახშამზეც. მასში ძალიან ცოტა ცხიმი, სამაგიეროდ, ბევრი ნახშირწყალია. ე.ი. ის სწორი კვებისა და მოხდენილი ფიგურის შენარჩუნებისთვის მეტად გამოსადეგი საკვებია. დიეტის ეფექტურობისთვის რეკომენდებულია მივირთვათ არა ჩვენთვის ჩვეული თეთრი, არამედ მოყავისფრო ბრინჯი. მნიშვნელოვანია მისი მომზადება ცხიმის გარეშე, ოპტიმალური მეთოდი კი ბრინჯის ორთქლზე მომზადებაა.

ისინი ამჯობინებენ ბოსტნეულს

ბრინჯთან ერთად, იაპონელებს ძალიან უყვართ ბოსტნეული. თანაც ბოსტნეულს ყოველგვარი ცხიმის გარეშე ან ძალიან ცოტა ცხიმით ამზადებენ, რათა მან შეწოვა ვერ მოახერხოს და ბოსტნეულმა კვებითი ღირებულება და ვიტამინები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

stir-fry-vegetables

იაპონელების ყოველდღიურ მენიუში შეიძლება იყოს ხუთი კერძი ისეთი ბოსტნეულისგან, როგორიცაა პარკოსნები, ყაბაყი, წიწაკა, ხახვი, პომიდორი, ბადრიჯანი, ოროვანდი, სტაფილო, ისპანახი, ჭარხალი, თალგამი, სოკო, ტკბილი კარტოფილი და ზღვის მცენარეები. მათ ყველაზე ხშირად სანელებლებით შეზავებულ ცხარე ბულიონში ხარშავენ: ასე სწრაფადაც კეთდება, გემრიელადაც და სწორ კვებადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

ჭამასა და ჭამას შორის მიირთმევენ ბურღულეულს

იაპონელებს, ისევე როგოროც, ყველას, საკვების ძირითად მიღებებს შორის შივდებათ. ამ გრძნობის დასაძლევად, სწორი კვების პრინციპების დარღვევის გარეშე, მშრალ ბურღულეულს მიირთმევენ, რაშიც  ძალიან ცოტა კალორიებია.

muesli-11

შეგიძლიათ მათ მაგალითს მიბაძოთ და საუზმესა და სადილს შორის შუალედში შვრიის ფანტელებითა და უცხიმო იოგურტით წაიხემსოთ.

თევზის გარეშე არაფერი გამოვა

იაპონელების ძროხისა და ცხვრის ხორცს თევზს ამჯობინებენ. ყველას კი ორაგული, თინუსი, სკუმბრია, სარდინი და ქაშაყი ურჩევნიათ. ხორცისგან განსხვევებით, რაც ქოლესტერინის დონეს ზრდის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას აუარესებს, თევზი ომეგა-3 ცხიმმჟავების ბუნებრივი წყაროა, გულის მუშაობას აუმჯობესებს და ორგანიზმის ტონუსსაც ამაღლებს.

japanese-fish-dish

ხორცის ნაცვლად – სოიო

ხორცის კიდევ ერთ ალტერნატივად იაპონელები უჯრედისით მდიდარ სოიოს ირჩევენ. საუზმის, სადილის ან ვახშმის ერთ-ერთი კერძი აუცილებლად სოიოს წვნიანია.

ramen-w-veg

ნამცხვრების ნაცვლად ხილი!

სადილი რა სადილია დესერტის გარეშე?! მაგრამ ისინი არ მიირთმევენ შოკოლადს, ორცხობილებს ან ღვეზელებს ჩაისთან – იაპონელები ახალ ხილს ამჯობინებენ.

1cute-japanese-women

გემრიელთან ერთად ლამაზიც რომ იყოს, ხილს პატარა, მშვენიერ თეფშებზე ალაგებენ.

ჩაი – მხოლოდ მწვანე

იაპონელებს ჩაი უყვართ და დღეში რამდენჯერმე სვამენ. უპირატესობას მწვანე ჩაის ანიჭებენ, მრავალფეროვნებისთვის კი სხვადასხვა არომატულ დანამატებიან ჩაის ირჩევენ.

Black iron asian teapot with sprigs of mint for tea

იაპონელების ყოველდღიური რაციონი

უფრო იოლად რომ მიხვდეთ, რამდენს ჭამენ იაპონელები, ერთი კვირის განმავლობაში მაინც სცადეთ მათი ნორმით იკვებოთ. თუ მოკლებული კილოგრამების რაოდენობა არ დაგაკმაყოფილებთ, ნუ მოიწყენთ. ბუნებით მოხდენილი ფიგურის მქონე იაპონელებისთვის დაკლებული 1 კილოგრამი ამერიკელთა 5 კილოს უდრის.

ყოველდღიური რაციონი:

  • 300-400 გრამი ბრინჯი
  • 200-250 გრამი ხილი
  • დაახლოებით 300 გრამი ბოსტნეული
  • 60 გრამი მარცვლოვნები
  • 120 გრამი თევზი
  • 1,5 ჭიქა რძე
  • 1 კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი

ყურადღება: ყალბი დიეტა!

იაპონური დიეტების ძებნაში შეიძლება სწორი კვების იაპონური სტილის ფალსიფიკაციის მცდელობებსაც წააწყდეთ. ამ ყალბი დიეტის ყოველდღიურ რაციონში შესაძლოა, სადმე ბოსტნეული და თევზიც ერიოს, მაგრამ თუ აქ არ იქნება ბრინჯი – იაპონური სამზარეულოს შეუცვლელი ნაწილი, იცოდეთ – ეს დიეტა ყალბია!

hello-kitty-bento

თუ გადაწყვეტთ, რომ მოხდენილი ფიგურა ნამდვილი იაპონური დიეტით შეინარჩუნოთ, დროს ნუ დაკარგავთ ფალსიფიცირებული დიეტების დაცვით. გახდით სწორად, გემრიელად და ლამაზად, როგორც ამას ტანწერწერა იაპონელები აკეთებენ.

japanese-cuties-1