Tag Archives: სალათის რეცეპტი

კომბოსტოს სალათი ფორთოხლის სოუსით

6-1

ინგრედიენტები:

  • 1/4  თავი წითელი კომბოსტო
  • 2 სტაფილო
  • 1/2 თავი თეთრი კომბოსტო
  • 1 ღერი კამა (არ არის აუცილებელი)
  • 1 პატარა ფორთოხალი ან ლიმონი
  • 5 ღერი მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1/2 ჩ.კ. შაქარი
  • მარილი
  • 1/2 ჩ.კ. წიწაკა (წითელი ან შავი)
  • 2 ს.კ. ზეითუინის ზეთი

მომზადება: 

წითელი და თეთრი კომბოსტო დაჭერით თხლად. სტაფილო დახეხეხეთ მსხვილპირიან სახეხზე; მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.

მოამზადეთ სოუსი: კამა დაჭერით ძალიან წვრილად, შემდეგ მოათავსეთ სანაყში და დანაყეთ. დაამატეთ შაქარი, შავი პილპილი, მარილი და კარგად ამოზილეთ კოვზით. მიღებულ მასას დაასხით ვაშლის ძმარი, ფორთოხლის ან ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და მოურიეთ.

სოუსი მოასხით სალათს და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

ბოსტნეულის სალათი ორცხობილით

l

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი პომიდორი
  • 2-3 პომიდორი ჩერი
  • 1 მწვანე პომიდორი (შეიძლება მჟავეც)
  • 1 კონა სალათის ფოთლები
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • 50 მლ ძმარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • 50 გ ბეკონი ან ძეხვი
  • 2-3 ნაჭერი გახუხული ჭვავის პური

მომზადება:

მწვანე პომიდორი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი მაინც. ამის შემდეგ ფრთხილად გაწურეთ, დაასხით ახლად ადუღებული ძმარი და დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში კიდევ 1 საათი. დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები საწურზე და ძმარი გადაწურეთ. . თუ მჟავე პომიდორს იყენებთ, ძმრის დასხმა ან მარილის მოყრა და გაწურვა საჭირო აღარ არის – უბრალოდ დაჭერით პომიდორი 😉

ბეკონი წვრილად დაჭერით და შეწვით. შემწვარი ბეკონის ნაჭრები ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე. ცხიმი არ გადაღვაროთ.

დიდი პომიდორი დაჭერით, დაამატეთ მთლიანი ან შუაზე გაჭრილი ჩერი და მწვანე პომიდვრის ნაჭრები. დაამატეთ ბეკონის ცხიმი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.

სალათის ფოთლები გარეცხეთ, შეაშრეთ და ხელით დახიეთ. მოაყარეთ ცოტა მარილი, დაუმატეთ მაიონეზი და აურიეთ. პურის ნაჭრები გახუხეთ და დატეხეთ.

სალათის მაიონეზიან ფოთლებს შეურიეთ პომიდვრის ნაჭრები, დაამატეთ ბეკონი და გახუხული პური.

გემრიელად მიირთვით!