Tag Archives: რძე

მოცარელასა და ძეხვის მაფინი

03

ინგრედიენტები:

  • 230 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი (კარფურის ქსელში იყიდება)
  • 1 კბ ნიორი
  • 200 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 50 გ კარაქი
  • 300 გ მოცარელა
  • 300 გ შებოლილი ნაკლებცხიმიანი ძეხვი
  • 100 გ ინდაურის ლორი

მომზადება:

წინასწარ გაახურეთ აირღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე და მოამზადეთ მაფინის ფორმები.

ჯამში გადაიტანეთ ფქვილი, დაუმატეთ საცხობი ფხვნილი და კარგად აურიეთ.

ფქვილი შუაში ჩააღრმავეთ და ჩაასხით რძე, ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ გამდნარი (ან ძალიან დარბილებული კარაქი) და დასრესილი ნიორი.

მოზილეთ ცომი და დადეთ თბილ ადგილას 20 წუთის განმავლობაში.

დაჭერით მოცარელა, ძეხვი და ლორი. 100 გ მოცარელა გადადეთ ცალკე. დანარჩენი დაჭრილი ინგრედიენტები ფრთხილად შეურიეთ ცომს.

მაფინის ფორმებში კოვზით გადაიტანეთ ცომი, ზემოდან დაადეთ მოცარელას თითო ან ორ-ორი ნაჭერი და გამოაცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!

ძეხვისა და ყველის მაფინი

9

ინგრედიენტები: 

  • 200 გ შებოლილი ძეხვი (ან ბეკონი)
  • 2 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 200 გ ყველი
  • 50 მლ რძე
  • 30 გ კარაქი

მომზადება: 

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით 2-3 ნაწილად და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში (ან ბულიონში – უფრო გემრიელია).

ყველი გახეხეთ მსხვილპირიან სახეხზე; ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ. შებოლილი ძეხვი (ან ბეკონი) დაჭერით წვრილად.

მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ რძე და კარაქი. მოამზადეთ პიურე. დაუმატეთ მოშუშული ხახვი, გახეხილი ყველი, ძეხვი და კარგად აურიეთ.

მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი (ზეთი ან კარაქი) და კოვზით გადაიტანეთ შეზავებული პიურე. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!