Tag Archives: რეჰანი

პომიდორთან და ნუშთან ერთად გამომცხვარი ქათმის ბარკლები

79ინგრედიენტები:

  • 10 ბარკალი
  • 1 კგ პომიდორი ჩერი
  • 3 ბადრიჯანი
  • 3 ხახვი
  • 6-7 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. მწარე წითელი წიწაკა
  • 0,5 ს.კ. მდოგვი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 60 გ ნუში
  • 10 გ რეჰანი
  • მარილი

მომზადება: 

ერთ ჭურჭელში მოათავსეთ მდოგვი, მწარე წიწაკა, პაპრიკა, ხმელი ქინძი, ძმარი და კარგად აურიეთ. ეს ნაზავი წაუსვით ქათმის ბარკლებს და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით თხლად რგოლებად; ხახვი დაჭერით წვრილად; ნუში მოხალეთ და მოაშორეთ კანი.

გაახურეთ აირღუმელი 200 გრადუსამდე. მოზრდილ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაალაგეთ ბადრიჯანი. ძირი მთლიანად უნდა დაიფაროს. შემდეგ თანაბრად მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წინასწარ მოხალული ნუში. შემდეგ დაალაგეთ ქათმის ბარკლები და მათ შორის მჭიდროდ ჩააწყვეთ პომიდორი ჩერი. 

500 მლ წყალს (ან ბულიონს) დაუმატეთ დასრესილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, მწარე წითელი წიწაკის ფხვნილი, მარილი და დაასხით ქათმის ბარკლებს.

გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. როდესაც მომზადდება, მოაყარეთ რეჰანის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

ყაბაყი პომიდვრით და ყველით

83ინგრედიენტები:

  • 2 დიდი ყაბაყი
  • 2 დიდი პომიდორი
  • 1 დიდი ხახვი
  • 20 გ რეჰანი
  • 3 კბ ნიორი
  • 100 გ პარმეზანი (ან რომელიმე მაგარი ყველი)
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • ზეთი

მომზადება: 

ყაბაყი და პომიდორი დაჭერით რგოლებად, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. რეჰანი დაჭერით წვრილად და ოდნავ დანაყეთ. ნიორიც დანაყეთ ან დასრისეთ და შეურიეთ 2 ს.კ. ზეთი.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე დაასხით ზეთი და დაალაგეთ ყაბაყის ნაჭრები;

ყაბაყის თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ მარილი და გადაუსვით ზეთში შერეული ნიორი;

ზემოდან დააწყვეთ ჯერ პომიდვრის და შემდეგ ხახვის რგოლები. დაახეხეთ პარმეზანი და მოაყარეთ რეჰანი;

შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით 😉