Tag Archives: რეცეპტების წიგნი

365 სულელური და კრეატიული საუზმე

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში კალორიებთან ბრძოლა და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ნიუ იორკელმა წყვილმა გადაწყვიტა, მხიარული ნოტა შეეტანა ამ კამპანიაში.

ბილ და კლერ ვერცელებმა საუზმის რეცეპტების წიგნი გამოაქვეყნეს, სადაც, როგორც თავადვე ამბობენ, შეტანილია “365 პროვოკაციული, ჯანმრთელი, სულელური, კრეატიული საუზმე, რომლებიც კვების პროცესს თამაშად აქცევს”.

0

ჩვეულებრივ, ბავშვებს სასარგებლო საჭმელი დიდად გულზე არ ეხატებათ. გამონაკლისი არც ბილისა და კლერის შვილები იყვნენ. ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა, ბავშვებისთვის ყოველდღიურად “სასაცილო საჭმელი” მოემზადებინა, რომელიც თან სასარგებლოც იქნებოდა, თან სახალისოც.

1

მრავალი წლის განმავლობაში “სასაცილო საუზმეების” მომზადება კლერისა და ბილითვის მხოლოდ ჰობი იყო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინათ.

წიგნის სხვადასხვა თავში, რომლებიც კვერცხის, ბლინების, ვაფლების, შვრიის ფაფისა და სხვა კერძების მომზადების მეთოდებს ეხება, ვერცელებს “მხიარულ საუზმეებში” გამოყენებული თითოეული ინგრედიენტის კალორია აქვთ დათვლილი.

“ამ წიგნის საშუალებით გვინდა შევახსენოთ მშობლებს, რომ კვების პროცესი მათ შვილებს სასიამოვნო ემოციებს უნდა აღუძრავდეს და თან სარგებლობაც მოჰქონდეს ჯანმრთელობისთვის”.

2

თეფშებზე უამრავ პერსონაჟს შეხვდებით – სასაცილო ცხოველებსა და ფრინველებს, მცენარეებს, ადამიანებს. დაათვალიერეთ, იხალისეთ და რაც მთავარია, მოამზადეთ!

3456789

The Real Cookbook – შესაჭმელი წიგნი

realcookbookkorefefriday

გერმანულმა კრეატიულმა სააგენტომ Korefe მსოფლიოში პირველი შესაჭმელი სამზარეულო რეცეპტების წიგნი შეიმუშავა. მისი სახელწოდებაა The Real Cookbook.

2realcookbookkorefefriday

წიგნი დამზადებულია ლაზანიას ტიპის პასტით. „ფურცლები“, რომელთა გადაშლაც შესაძლებელია, ინგრედიენტებით ივსება და შემდეგ კი ეს ყოველივე აირღუმელში ცხვება.

1realcookbookkorefefriday4realcookbookkorefefriday5realcookbookkorefefriday6realcookbookkorefefriday

ფაქტობრივად, წიგნი შეიძლება კიდეც წაიკითხო, საჭმელიც მოამზადო და ბოლოს კი შეჭამო.

7realcookbookkorefefriday

ეს უკვე მომზადებული წიგნია.

8realcookbookkorefefriday

სააგენტო Korefe-ს ოფიციალური საიტის მისამართია: korefe.de.